საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული 10 უცხოური მარკის მანქანა

საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული 10 უცხოური მარკის მანქანა

საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული მანქანა "მერსედესია". ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტ-ექსპორტის და ავტოპარკის მდგომარეობის შესახებ შსს-ს სტატისტიკურ-ანალიტიკური კვლევის თანახმად, "მერსედესის" რაოდენობამ 2012 წელს, წინა წელთან შედარებით, 18%-ით იმატა და მთლიანობაში 98023 შეადგინა.

მეორე ადგილს "ოპელი" იკავებს (95483), ხოლო "ბმვ" უცხოურ ავტობომილებში მეხუთეა.

საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული 10 უცხოური მარკის ჩამონათვალი კი ასეთია:

მერსედესი" (98023), "ოპელი" (95483), "ფორდი" (75838), "ფოლკსვაგენი" (46493), "ბმვ" (38466), "მიცუბიში" (24672), "ტოიოტა"(23964), "ჰონდა" (14335), "ნისანი"(12753) და "აუდი" (8309).

საქართველოში მსუბუქ ავტომობილებში ყველაზე მეტად გავრცელებული უცხოური მოდელია OPEL ASTRA. ათეულში დანარჩენ ადგილებს იკავებენ შემდეგი მარკის მოდელები: OPEL VECTRA, MERCEDES_BENZ E, MERCEDES_BENC C, VOLKSWAGEN GOLF, BMW 5 series, MITSUBISHI Pajero/io/montero, BMW 3 series, OPEL OMEGA და VOLKSWAGEN PASSAT.

კვლევის თანახმად, საქართველოში ყველაზე გავრცელებული ძარის ტიპია სედანი (54.5%). ჰეტჩბეკის ტიპის ძარის რაოდენობა 18,3%-ს შეადგენს, ხოლო ჯიპის - 13,2%-ს.

საქართველოში განბაჟებული ავტომობილების იმპორტი ყველაზე ხშირად გერმანიიდან ხდება. იმპორტი ასევე ხშირია აშშ-დან, იაპონიიდან, ჰოლანდიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ბელგიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

სამგზავრო ავტომობილებში კი ყველაზე მეტად გავრცელებული მარკა "ფორდია", რომლის შემდეგაც "მერსედეს-ბენცი", "რაფი" და სხვა ავტომობილები მოდიან.

ავტოპარკის მდგომარეობა სატრანსპორტო საშუალებების გამოშვების წლების მიხედვით შემდეგია: 1-3 წლის - 1.9%, 4-6 წლის - 2.7%, 7-10 წლის - 4.5%, 11-20 წლის - 46.7%, 20 წელზე ძველი - 44.2%.

ლექსო ნაბახტეველი, ამბები.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია