როგორ გამოიყურება მარგველაშვილის მისალოცი წერილი იაპონურად

როგორ გამოიყურება მარგველაშვილის მისალოცი წერილი იაპონურად

იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინძო აბე გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

როგორც იაპონიის საელჩოს მიერ გავრცელებულ მილოცვის ტექსტშია აღნიშნული, საქართველო და იაპონია იზიარებენ ძირითად ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანთა უფლებები და კანონის უზენაესობა.

"დღემდე ჩვენს ქვეყნებს შორის საუკეთესო ურთიერთობაა დამყარებული და მე პირადად ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ მეგობრული და ნდობით აღჭურვილი ურთიერთობა კიდევ უფრო განვამტკიცო და თანამშრომლობა გავაღრმავო ყველა სფეროში, პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის ჩათვლით. ვიმედოვნებ, თქვენი აღმატებულება მტკიცედ უხელმძღვანელებს საქართველოს შემდგომ განვითარებას. თქვენს აღმატებულებას ვუსურვებ ჯანმრთელობას და თქვენი ხალხის კეთილდღეობას", - აღნიშნულია მილოცვაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა