ნუგზარ ერგემლიძეს შვილი ბოდიშს უხდის

ნუგზარ ერგემლიძეს შვილი ბოდიშს უხდის

ცოტა ხნის წინ ნუგზარ ერგემლიძის ოჯახი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. მიზეზი მომღერლისა და კომპოზიტორის ვაჟის, გიორგი ერგემლიძის ინტერნეტსტატუსი გახდა, სადაც ის საკუთარ მამას დედას აგინებდა და წერდა, რომ რცხვენოდა მისი შვილობის. გიორგის ამ თემასთან დაკავშირებით ინტერვიუ ვთხოვეთ. ცნობილი მამის ცნობილმა შვილმა შინ მიგვიპატიჟა და თავისი ოთახისკენ გაგვიძღვა. ბატონი ნუგზარი შინ არ გახლდათ. გიორგის ოთახი სტუდიას უფრო ჰგავს, მუსიკალური ინსტრუმენტები, კომპიუტერი და კედელზე - კვერცხის ჩასაწყობი მუყაოებია განთავსებული.

- ეს ოთახი 13 წლის ასაკში ვაქციე სტუდიად. 10 წლიდან დავიწყე არანჟირების სწავლა. პირველი ინსტრუმენტი ბებიაჩემმა მიყიდა. მერე ვოკალის ჩაწერა მომინდა, ვიყიდე კომპიუტერი და მივხვდი, ამ "ლატოკების" გარეშე არაფერი გამოვიდოდა. დედა დამეხმარა. ეს ყველაფერი ერთად გავაკეთეთ. მე და დედა უფრო ვმეგობრობთ. მამასთანაც ვმეგობრობ, მაგრამ ის უფრო მძიმეა ჩემთან შედარებით. როგორ გითხრა, თავისი პრობლემები აქვს, არ სცალია ამ ყველაფრისთვის. 26 წლის ვარ... მამაჩემმა მინიმალური ყველაფერი გამიკეთა. ყველა მამა უკეთებს შვილს რაღაცას. რადგან მამაჩემი ცნობილია, ცოტა მეტს ვითხოვ ხოლმე, ისიც ჩემი საქმისთვის და არა ფუფუნებისთვის. მანქანის ყიდვა არასდროს მითხოვია მისთვის. არც მანქანა მყავს, არც სამსახური მაქვს. ფულსაც არ ვითხოვ მამაჩემისგან. ჩემი სტუდია მაქვს, ჩემთვის ელემენტარულ ფულს ვაკეთებ. რასაც ვაკეთებ, მე მყოფნის. 14 წლის ვიყავი, პირველი შეკვეთა რომ მივიღე სტუდიაში, 20 დოლარი მომცეს და ძალიან მაგარი გრძნობა იყო. 14 წლიდან დამოუკიდებელი ვარ. მშობლებთან კი ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი საქმე მაქვს, მივდივარ იქ, სადაც მინდა. ბავშვობიდან დიდ ხალხთან ვურთიერთობდი. 17 წლის ვიყავი, მერაბ სეფაშვილთან ერთად რომ ვმუშაობდი "სანო სტუდიაში". მუსიკალურ წრეში ჩემით გავითქვი სახელი. ყველამ იცოდა ჩემი ნიჭის შესახებ, მაქებდნენ. ბევრ რამეს ვსწავლობდი...

- ეს ხომ მამას დამსახურებაა?

- მამასიც ნაწილობრივ, მაგრამ, - "ა, შენ ნუგზარის ბიჭი ხარ, გეთქვა მერე", - აი, ამ დოზით. ყოველთვის ვმალავდი, მისი შვილი რომ ვიყავი. ჩემით მინდოდა წარმატებისთვის მიმეღწია. ვიცოდი, რომ არ ვიყავი ცარიელი. არასდროს მიმარიაჟია მამაჩემის სახელით.

- რჩევებსაც არ ეკითხებოდი მამას?

- ზოგჯერ. როცა ვამოწმებდი, ჩემი დაწერილი მელოდია სხვისას არ დამსგავსებოდა. ვასმენინებდი და ვეკითხებოდი, ხომ არაფერს აგონებდა.

- მამას რეპერტუარი მოგწონს?

- ძველი რეპერტუარი მომწონს. ჩავწერე კიდეც მისი "თეთრი გოგო". კიდევ ვაპირებ განვაახლო მისი სიმღერები. 90-იანებში რაც დაუწერია, ისინი არ მომწონს. სამწუხაროდ, როცა მამაჩემზე ლაპარაკობენ, ყველას პირზე აკერია "თუთიყუში მარჩელო". ამ დროს მამაჩემმა დაწერა: "თუკი გესიზმრები", "მე ჯადოქარი რომ ვყოფილიყავ", "ლიანები", "თეთრი გოგო", "მარტოობა". ბევრი მაგარი სიმღერა აქვს დაწერილი, რაც ისტორიას დარჩება. მაგრამ ხალხს უნდა სეირი. მეც არ მომწონს "თუთიყუში მარჩელო". არც ის მომწონს, რასაც დღეს წერს და მერე შოუებში მღერის. ბევრ რამეში არ ვეთანხმებით ერთმანეთს. მამაჩემის კრიტიკას ხშირად არ ვითვალისწინებ. მამაჩემის "პროდაქშენი" ცოტა ისეთია... რომ უნდა დათვრეს კაცი და მერე რომ უნდა მოეწონოს. ალბათ დღეს ეს უფრო მუშაობს. მაგრამ მე კომერციულად არ ვუდგები ამ საქმეს. მიყვარს მუსიკა და მთავარია, მე მომწონდეს ის, რასაც ვაკეთებ.

- რეპერტუარს გიწუნებს მამა?

- მიწუნებს არა, ბოლომდე არ იზიარებს. არასდროს არ მაქებს. რა მაგარიაო, არ უთქვამს. ჰგონია, რომ ეს გამაფუჭებს. არადა, ჩემთვის პოპულარობა თავში ავარდნის საფუძველი არ არის. არ მოქმედებს ჩემზე არც ქება და არც გინება.

- გინება რადგან ახსენე, აქვე გკითხავ, რა მოხდა ისეთი, საკუთარ მამას საჯაროდ "ფეისბუქით" რომ აგინე?

- გაცილებით მძაფრი სტატუსები მქონია ადრე. ყველამ იცის ჩემი და მამას კონფლიქტების შესახებ. ამაზე 8 წლის წინ დაიწერა კიდეც. ყოველთვის ვამბობდი, ნუგზარის ბიჭს ნუ მეძახით-მეთქი. დედაც მიგინებია მათთვის, ვინც ნუგზარის ბიჭს მეძახდა.

- რატომ ბრაზდები, ნუგზარის ბიჭს რომ გეძახიან?

- იმიტომ, რომ მე ინდივიდი ვარ და არაფერ შუაშია ეს მამაჩემთან, გარდა იმისა, რომ ის მამაა ჩემი. მამაჩემს ირონიულად როცა იხსენიებენ, ეგეც მაბრაზებს. მამაჩემზე რომ ღადაობთ, თქვენი მამები მანახვეთ-მეთქი, მითქვამს, დამიწერია, მაგრამ ამაზე, სამწუხაროდ, ყურადღება არავის გაუმახვილებია. ხალხზე ძალიან ამიცრუვდა გული, მძიმე მდგომარეობაშია საზოგადოება. როცა კარგს აკეთებ, არავინ გიწონებს, არავინ გაქებს და როცა საკუთარ მამას აგინებ, მაშინვე ყურებს ცქვეტენ. რა გამოდის, საკუთარ მამას უნდა აგინო, რომ ყურადღება მოგაქციონ?! 27 ლარად რომ მაგარ კლიპებს ვიღებ, ამაზე არავინ არაფერს წერს. შარშან გაკეთებულ ვიდეოს რვა ათასი ნახვა რომ აქვს, ამაზე რატომ არაფერს მეკითხებით?

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია