მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიანიჭებს

მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიანიჭებს

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველებს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას ჰპირდება. პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და განაცხადები შეიტანონ ყოველ სამუშაო დღეს 10:00-დან 18:00 საათამდე მისამართზე: აბდუშელიშვილის ქ. #1.

"საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს ჩვენ, რადგან იუსტიციის სამინისტრო მათ უარს ეუბნება. ამ ადამიანებს შორის არიან ისეთები, რომლებიც არასდროს ყოფილან საქართველოს მოქალაქეები და ახლა სურთ მოქალაქეობის მიღება; არიან ისეთებიც, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა იმის გამო დაკარგეს, რომ მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ამას გარდა, საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურთ უცხოელ ბიზნესმენებს, რომლებიც დიდი ხანია საქმიანობენ საქართველოში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ამპლუაში კიდევ უფრო აქტიურად აპირებენ მუშაობის გაგრძელებას და იმ უცხოელ ბიზნესმენებს, რომლებიც ახლა აპირებენ ინვესტიციების ჩადებას. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ამ ხალხს გამარტივებული წესით მივანიჭოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა, რათა ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად ინტეგრირებული იყოს გარესამყაროსთან", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა