შსს – დაკავებული ძებნილი "გალაქსის" მაღაზიას არ აყაჩაღებდა

შსს – დაკავებული ძებნილი "გალაქსის" მაღაზიას არ აყაჩაღებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ძებნილი მოქალაქე გლდანში მდებარე "გალაქსის" მაღაზიას არ აყაჩაღებდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, დაკავებული პირი სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ყაჩაღობისთვის იძებნებოდა და სამართალდამცველებმა ის სწორედ ამიტომ დააკავეს.

მისივე თქმით, ძებნილის აყვანა მას შემდეგ მოხდა, რაც ის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს და სამართალდამცველებმა იცნეს. ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, ძებნილი პირი მაღაზიას არ აყაჩაღებდა.

გლდანში, ხიზანიშვილის ქ. #2-ში მდებარე "გალაქსის" მაღაზიაში შეიარაღებული პირი დღეს დააკავეს. მაღაზიაში ეჭვობდნენ, რომ დაკავებული მის დაყაჩაღებას ცდილობდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ