"სააკაშვილი ადეიშვილს და მერაბიშვილს პანღურებს ურტყამდა"

"სააკაშვილი ადეიშვილს და მერაბიშვილს პანღურებს ურტყამდა"

"ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ურტყამდა პანღურებს მერაბიშვილს და ადეიშვილს პარლამენტის ფოიეში სააკაშვილი" - ამის შესახებ ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "პროვოკატორის" ეთერში საუბრისას მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.

"პარლამენტის სესიის დროს სიგარეტის მოსაწევად გამოვედი და ვნახე, როგორ ყავდა "გადაკუზული" ერთიც და მეორეც და უდრტვინველად იტანდნენ მის ორმოცდახუთნომრიან ფეხსაცმელს", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

გადაცემაში დაისვა კითხვა: უნდა გასამართლდეს თუ არა რეჟიმი? ბრეგაძემ შევარდნაძე-სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდიდან რამდენიმე ფაქტი  სწორედ ამ თემაზე საუბრისას გაიხსენა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა