მიხეილ სააკაშვილი - პრეზიდენტის სასახლე მიშას სასახლე არ არის

მიხეილ სააკაშვილი - პრეზიდენტის სასახლე მიშას სასახლე არ არის

საქართველოს პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციას უნივერსიტეტისთვის გამოუსადეგარ შენობად მიიჩნევს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში "საშინელი კამათია" იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს პრეზიდენტის სასახლეში.

სააკაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის სასახლე სახელმწიფო სიმბოლოა და ის რეზიდენციად უნდა დარჩეს. "პრეზიდენტის სასახლე არ არის მიშას სასახლე, რამდენიც არ უნდა იძახო, მდიდარს ვართმევთ, ღარიბს ვაძლევთ. ჯერ ერთი, მე არ ვარ მდიდარი და მეორეც, ხალხს როგორ უბრუნებენ?! რა კეთდება იქ - "თაღლაურა", "ხინკალ პალასი" თუ რა?! როგორ წარმოუდგენიათ მათ ხალხისადმი გადაცემა. საქართველოს მრვალი საუკუნე არ ჰქონია პრეზიდენტის სასახლე, რადგან დამპყრობელს ეს არ უნდოდა. ეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა. მე მოკრძალებულ ბინაში ვცხოვრობდი და ისევ იქ ვბრუნდები, მაგრამ სასახლე უნდა დარჩეს. ერთ დღეს თქვეს, რომ უნდა იყოს რომელიღაც სამინისტრო, მეორე დღეს თქვეს - უნივერსიტეტი. ერთხელ მაინც იქნებ მოსულიყო რომელიმე მათგანი და ეს სასახლე ენახა. ნახონ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ დაეტევა, უნივერსიტეტისთვის სრულიად გამოუსადეგარი შენობაა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, უნივერსიტეტისთვის იდეალური იყო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა, რომელზეც "ამერიკელები გიჟდებოდნენ". "ავლაბრის შენობა მხოლოდ პრეზიდენტის სასახლე უნდა იყოს, რადგან ასე აშენდა. ძველი "ცეკას" შენობა ხომ არ გადაგვიკეთებია?! ეს არ ყოფილა მორგებული სააკაშვილზე, ის საუკუნეების განმავლობაში უნდა დარჩენილიყო. ასე რომ, ეს კამათი აზრს მოკლებულია", - აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მომავალი წლიდან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი განთავსდება. მარგველაშვილის განმარტებით, ამ მოსაზრებას განათლების მინისტრი თამარ სანიკიძეც იზიარებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა