ვის "გაწირავს" ღარიბაშვილი?

ვის "გაწირავს" ღარიბაშვილი?

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის არ­ჩე­ვან­მა - თა­ვის შემ­ცვლე­ლად ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა, კი­დევ ერ­თხელ აჩ­ვე­ნა, რომ ის პო­ლი­ტი­კი­დან რე­ა­ლუ­რად შორს არ მი­დის. ხში­რად სა­უბ­რო­ბენ, რომ პრე­მი­ე­რის წყა­ლო­ბით გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბუ­ლი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და მი­სი­ვე რჩე­უ­ლი, 31 წლის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, სწო­რედ სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში გა­და­ბარ­გე­ბუ­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის გავ­ლე­ნით მი­ი­ღე­ბენ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, და­საწყ­ის­ში მა­ინც.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, მთავ­რო­ბა­ში არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე გა­და­ად­გი­ლე­ბა ალ­ბათ მოხ­დე­ბა - უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი­ა, თუ ვინ და­ი­კა­ვებს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტს. ეს უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბაა და მას­ზე ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბა და უსაფ­რთხო­ე­ბაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი­ა, რომ მი­ნის­ტრის სა­ვარ­ძე­ლი ამ­ჟა­მად ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლემ, ხო­ლო არ­ცთუ შო­რე­ულ წარ­სულ­ში ივა­ნიშ­ვი­ლის დაც­ვის უფ­როს­მა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა და­ი­კა­ვოს.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის სხვა წევ­რებს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კურ მდი­ვან არ­მაზ ახ­ვლე­დი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ახალ­მა პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრმა შე­საძ­ლო­ა, რამ­დე­ნი­მე სა­კად­რო ცვლი­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" კუ­ლუ­ა­რუ­ლად ადას­ტუ­რე­ბენ იმა­საც, რომ მი­ნის­ტრე­ბის შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით მსჯე­ლო­ბა უკ­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს. მო­დით, ჯერ ვი­სა­უბ­როთ, ვის სა­ვარ­ძელს არ "და­ე­მუქ­რე­ბა" ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ესე­ნი არი­ან: ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გე­ენ­კო, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი და­ვით ნარ­მა­ნია - ერ­თ-ერ­თი ვერ­სი­ით, სწო­რედ მის კან­დი­და­ტუ­რას და­ა­სა­ხე­ლებს ივა­ნიშ­ვი­ლი თბი­ლი­სის მე­რის პოს­ტზე; ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კა­ხა კა­ლა­ძე, თუმ­ცა მას რი­გი ექ­სპერ­ტე­ბი ში­ნაგან საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბა­საც უწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბენ; სა­ხელ­­მწი­ფო მი­ნის­ტრი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხ­ებ­ში ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პე­ნი­ტენ­ცი­ა­რუ­ლი სის­ტე­მის მი­ნის­ტრი სო­ზარ სუ­ბა­რი.

ყვე­ლა­ზე ბევ­რი კითხ­ვა ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­სა და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას შემ­დგო­მი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ის­მის. ამის თა­ო­ბა­ზე თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა აქვს პარ­ლა­მენ­ტარ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლს. მი­სი თქმით, მო­მა­ვალ პრე­მი­ერს შე­უძ­ლია თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრიც შეც­ვა­ლოს, თუმ­ცა ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის და არც მო­სა­ლოდ­ნე­ლი­ა, რომ იყოს. "სა­ი­დან ვი­ცი, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის?! - რო­დე­საც ივა­ნიშ­ვილ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბას ღა­რი­ბაშ­ვი­ლი წა­რუდ­გი­ნა, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა განა­ცხა­და: მე კო­ა­ლი­ცი­ას ზი­ანს არ მი­ვა­ყე­ნებ და მის წი­ნა­აღ­მდეგ არ ვი­მოქ­მე­დე­ბო. ყვე­ლას შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეს­მის, რა მოხ­დე­ბა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას შეც­ვლის შემ­თხვე­ვა­ში", - ამ­ბობს ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი. ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას წას­ვლამ მთავ­რო­ბი­დან შე­საძ­ლო­ა, სე­რი­ო­ზუ­ლი ბზა­რი გა­ა­ჩი­ნოს კო­ა­ლი­ცი­ა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ეტაპ­ზე ღა­რი­ბაშ­ვილი ამ ნა­ბი­ჯის­გან თავს შე­ი­კა­ვებს. აქ­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ექ­სპერ­ტთა გან­ცხა­დე­ბე­ბით, ალა­სა­ნი­ას ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­სავ­ლე­ლი პარ­ტნი­ო­რე­ბის დი­დი მხა­რ­და­ჭე­რა აქვს. მთავ­რო­ბი­დან მის გაშ­ვე­ბას სა­ფუძ­ვლი­ა­ნი და­სა­ბუ­თე­ბა დას­ჭირ­დე­ბა, მით უფ­რო, და­სავ­ლე­ლი პარ­ტნი­ო­რე­ბის კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მი­სას. ამი­ტომ ამ ეტაპ­ზე ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნი­ა, რომ ალა­სა­ნია სად­მე გა­უშ­ვან,

"რეს­პუბ­ლი­კელ­მა" ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა ახალ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ზე სა­უბ­რი­სას ისიც თქვა - ერ­თი მი­ნის­ტრი გვყავს მთავ­რო­ბა­ში, რო­მე­ლიც გვიყ­ვე­ბა ამ­ბებს და სწო­რედ ის გვე­უბ­ნე­ბა, რომ მთავ­რო­ბა­ში კონ­ფლიქ­ტი არ არი­სო. თუმ­ცა პრე­სა­ში აქ­ტი­უ­რად წე­რენ, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლოა "რეს­პუბ­ლი­კე­ლებს" მთავ­რო­ბი­დან ამ­ბის მიმ­ტა­ნი აღარ ჰყავ­დეთ და პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილს რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხ­ებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის პოს­ტი და­ა­ტო­ვე­ბი­ნონ.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯერ­ჯე­რო­ბით პოსტს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრიც, რო­მე­ლიც არ­ცთუ დი­დი ხნის წინ და­ი­ნიშ­ნა ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. მარ­თა­ლი­ა, თა­მარ სა­ნი­კი­ძემ თა­ვი ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რაფ­რით გა­მო­ი­ჩი­ნა, მაგ­რამ ის გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ფა­ვო­რი­ტი­ა, ვფიქ­რობ, ახა­ლარ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტს აუ­ცი­ლებ­ლად გა­უ­წე­ვენ ან­გა­რიშს. ასე­ვე შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს პოსტს ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვი­ლის ნდო­ბით სარ­გებ­ლობს. ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, დი­დი ალ­ბა­თო­ბით შე­იძ­ლე­ბა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა შეც­ვა­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლთა დაც­ვის მი­ნის­ტრი გუ­რამ ოდი­შა­რი­ა, ფი­ნან­სთა მი­ნის­ტრი ნო­დარ ხა­დუ­რი, ასე­ვე ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის მი­ნის­ტრი და­ვით და­რახ­ვე­ლი­ძე. რი­გი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი წე­რენ, რომ შე­იძ­ლე­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­უ­წი­ოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრ მაია ფან­ჯი­კი­ძე­საც, თუმ­ცა, მოვ­ლე­ნა­თა ანა­ლი­ზის მი­ხედ­ვით, ამის ალ­ბა­თო­ბა არც ისე დი­დი­ა. ექ­სპერ­ტთა ნა­წი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ შეც­ვლი­ან სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნისტრს - მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან სფე­როდ არის გა­მოცხ­ა­დე­ბუ­ლი, სა­დაც კვლა­ვაც დი­დი ფი­ნან­სე­ბის და­ხარ­ჯვა იგეგ­მე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მო­სა­ლოდ­ნე­ლი­ა, რომ ამ სა­მი­ნის­ტრო­საც ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის მი­სა­ღე­ბი და უფ­რო სან­დო ადა­მი­ა­ნი ჩა­უ­ყე­ნონ სა­თა­ვე­ში.

მოკ­ლედ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ისიც გა­მოჩ­ნდე­ბა, ახა­ლი მთავ­რო­ბა საქ­მი­ა­ნო­ბი­სას სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებს გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, თუ რიგ ლი­დე­რებს პი­რა­დი ამ­ბი­ცია და წარ­მა­ტე­ბის სურ­ვი­ლი სძლევს, და ისიც - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წას­ვლა მარ­თლა წას­ვლა იქ­ნე­ბა, თუ სუფ­ლი­ო­რის რო­ლის მორ­გე­ბა.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა