"პრეზიდენტის აბაზანაში საზოგადოებრივი ტუალეტი გაიხსნება" - ახალი ხელისუფლებაც შეცდომებს უშვებს?!

 "პრეზიდენტის აბაზანაში საზოგადოებრივი ტუალეტი გაიხსნება" - ახალი ხელისუფლებაც შეცდომებს უშვებს?!

"ა­და­მი­ა­ნი ისე არა­ფერს ჰგავს, რო­გორც იმ ად­გილს, სა­დაც ცხოვ­რობს და მუ­შა­ობ­ს" - ამ­ბო­ბენ გერ­მა­ნე­ლე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო მო­სი­ა­რუ­ლე ძეგ­ლებ­თან ერ­თად, მო­სი­ა­რუ­ლე შე­ნო­ბე­ბის ქვეყ­ნა­დაც იქ­ცა, პრე­ზი­დენ­ტებ­თან ერ­თად ად­გილს იც­ვლი­ან საპ­რე­ზი­დენ­ტო რეზი­დენ­ცი­ე­ბიც. ოთხი პრე­ზი­დენ­ტი­დან ამ არ­ცთუ სა­ა­მა­ყო ტრა­დი­ცი­ის­თვის არც ერთს არ უღა­ლა­ტი­ა. რო­გორც ჩანს, ამით იმის დამ­ტკი­ცე­ბას ცდი­ლო­ბენ, რომ წი­ნა­მორ­ბე­დის პო­ლი­ტი­კურ მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან ერ­თად, მათ უძ­რავ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზეც ამ­ბო­ბენ უარს.

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას რე­ზი­დენ­ცია 1991 წლის 26 მა­ი­სის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღე­ვან­დე­ლი კან­ცე­ლა­რი­ის შე­ნო­ბა­ში გან­თავ­სდა, თუმ­ცა, ის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო ფლი­გელ­ში გა­ნაგ­რძობ­და მუ­შა­ო­ბას, ცხოვ­რე­ბით კი ოჯახ­თან ერ­თად "კოლ­ხურ კოშ­კში" ცხოვ­რობ­და. გამ­სა­ხურ­დი­ას დამ­ხო­ბის შემ­დეგ ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ ბი­ნა კრწა­ნი­სის სამ­თავ­რო­ბო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში და­ი­დო, რაც შე­ე­ხე­ბა მის სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტს, ის ჯერ "ი­მე­ლის" შე­ნო­ბა­ში იყო, მე­რე კი სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რი­ის მე-11 სარ­თულ­ზე. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში რე­ვო­ლუ­ცი­ის გზით მო­სულ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ახა­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბა ავ­ლა­ბარ­ში და­იწყ­ო, ეს უბა­ნი, მი­სი აზ­რით, თან­და­თან თბი­ლი­სის ცენ­ტრად უნ­და ქცე­უ­ლი­ყო. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი თა­ვი­დან­ვე აცხ­ა­დებ­და, რომ ავ­ლაბ­რის სა­სახ­ლის­თვის საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ის სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას არ აპი­რებ­და. ­უ­ახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო ღუ­ზას ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე მშე­ნე­ბა­რე საპ­რე­ზი­დენ­ტო სა­სახ­ლე­ში ჩა­უშ­ვებს. პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა ავ­ლაბ­რის სა­სახ­ლის სა­მო­მავ­ლო ფუნ­ქცი­ა, სა­უ­ბა­რია შე­ნო­ბა­ში ქარ­თულ­-ა­მე­რი­კუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და ასე­ვე, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გან­თავ­სე­ბა­ზე, ორი­ვე იდე­ას ჰყავს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბიც და მომ­ხრე­ე­ბიც.

გი­გა ბა­თი­აშ­ვი­ლი, არ­ქი­ტექ­ტო­რი:

- ამ შე­ნო­ბის ავ­ტო­რი, არ­ქი­ტექ­ტო­რი ვარ; თა­ვი­დან­ვე დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი მქონ­და, რო­გორც "სა­ქარ­თვე­ლოს სახ­ლი", ის პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ად თან­და­თან, პრო­ექ­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში იქ­ცა. ამ შე­ნო­ბა­ში თავ­მოყ­რი­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის, - იქ­ნე­ბა ძვე­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი, წიგ­ნსა­ცა­ვი და ა.შ. ასე­ვე, სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზი, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზე­ბი, ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი გან­ძის გა­მო­სა­ფე­ნად; ვფიქ­რობ, შე­ნო­ბას პირ­ვან­დე­ლი ფუნ­ქცია უნ­და და­უბ­რუნ­დეს; ამ ად­გილ­ზე, სა­ი­და­ნაც მთე­ლი ქა­ლა­ქი ხე­ლის­გუ­ლი­ვით ჩანს, უნ­და იყოს "სა­ქარ­თვე­ლოს სახ­ლი", რო­გორც ოსა­კა­ში - ია­პო­ნი­ის სახ­ლი, ჰელ­სინ­კ­ში= ფი­ნე­თის სახ­ლი, პა­რიზ­ში - პომ­პი­დუს ცენ­ტრი.

- მაგ­რამ დღეს იქ არის ბუნ­კე­რე­ბი, მი­წის­ქვე­შა გვი­რა­ბე­ბი, ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი შუ­შე­ბი, უსაფ­რთხო­ე­ბის სხვა ზო­მე­ბი..

- ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი შუ­შა შე­იც­ვლე­ბა, კა­რე­ბიც მო­იხ­სნე­ბა, პრე­ზი­დენტს რომ ჰქონ­და დი­დი აბა­ზა­ნა, იქ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სვე­ლი წერ­ტი­ლი იქ­ნე­ბა, სა­დაც ყვე­ლა სტუ­მა­რი შე­ვა. შე­ნო­ბის ფუნ­ქცი­ის შეც­ვლას­თან ერ­თად, ბევ­რი რამ უნ­და შე­იც­ვა­ლოს, ამ სა­სახ­ლის თი­თო­ე­უ­ლი კე­დე­ლი, კო­ლო­ნა ხუ­თი თი­თი­ვით ვი­ცი, ისიც, რი­სი ხე­ლის­ხლე­ბა შე­იძ­ლე­ბა და რი­სი­ - ა­რა. პირ­და­პირ გეტყ­ვით, ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ის შე­ნო­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თვის ნამ­დვი­ლად გა­მო­უ­სა­დე­გა­რი­ა, ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არც სატ­რან­სპორ­ტო ქსე­ლი იძ­ლე­ვა, რით უნ­და მი­ვი­დეს იქ ამ­დე­ნი სტუ­დენ­ტი? ა­მი­ტომ პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, სა­ნამ იდე­ებს წა­მო­ა­ყე­ნე­ბენ, სჯობს, კონ­სულ­ტა­ცია სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან გა­ი­ა­რონ.

შო­თა მურ­ღუ­ლი­ა, ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე: ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე, N25-ში ჯერ მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცია ორი ბლო­კის­გან შედ­გე­ბა: ძვე­ლი, ა ბლო­კი გა­რე­მონ­ტდე­ბა, უკა­ნა მხრი­დან ზუს­ტად მის სი­მაღ­ლე­ზე ამო­ვა ბ ბლო­კი, სა­დაც ასე­ვე ად­მი­ნის­ტრა­ცია გან­თავ­სდე­ბა; წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ ნა­ყი­დი მა­სა­ლა მონ­ტაჟ­დე­ბა, მა­სა­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 30 პრო­ცენ­ტის ყიდ­ვამ ჩვენ მოგ­ვი­წი­ა. ეს იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა.

- საცხ­ოვ­რე­ბე­ლი აპარ­ტა­მენ­ტე­ბი არ იქ­ნე­ბა, პრე­ზი­დენ­ტი აქ არ იცხ­ოვ­რებს?

- არა, აქ იქ­ნე­ბა სა­მუ­შაო ოთა­ხე­ბი მი­ნი­მა­ლუ­რი მოთხ­ოვ­ნე­ბით, არც სტან­დარტს და­ვარ­ღვევთ და არც ფე­შენ­-მოთხ­ოვ­ნა­ზე იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი.­ წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ ნა­ყი­დი მა­სა­ლა საკ­მა­ოდ ძვი­რადღ­ი­რე­ბუ­ლი­ა, რაც ნა­ყი­დი იყო, და­მონ­ტაჟ­დე­ბა, შეს­ყიდ­ვებს სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რია აწარ­მო­ებ­და, ამ მშე­ნებ­ლო­ბას გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" ედო, ახ­ლა ჩვენ­მა სა­მი­ნის­ტრომ უნ­და და­ას­რუ­ლოს სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

- უსაფ­რთხო­ე­ბის რა ზო­მებს ით­ვა­ლის­წი­ნებთ მშე­ნებ­ლო­ბი­სას?

- ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი სა­ჯა­რო არ არის, და­ხუ­რუ­ლი­ა, შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ უსაფ­რთხო­ე­ბის დაც­ვის კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ზო­მე­ბი და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლი და არა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი.

- ექ­ნე­ბა თუ არა შე­ნო­ბას ბა­ღი?

- არა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა იქ­ნე­ბა.

კა­ხა კა­ხიშ­ვი­ლი, ექ­სპერ­ტი სა­მარ­თლებ­რივ სა­კითხ­ებ­ში:

"მი­უ­ხე­და­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბი­სა, რომ ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცია ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­გან წარ­თმე­უ­ლი ფუ­ლი­თაა აშე­ნე­ბუ­ლი და ხალხს უნ­და და­უბ­რუნ­დეს, ვთვლი, რომ მი­სი ასე ხე­ლა­ღე­ბით დაც­ლა გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი­ა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ სამ­თავ­რო­ბო რე­ზი­დენ­ცი­ის ყვე­ლა ნორ­მის დაც­ვი­თაა აშე­ნე­ბუ­ლი, ჩა­ტა­რე­ბუ­ლია გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ჯავ­შნი­ა­ნი მი­ნე­ბით არის და­ცუ­ლი, სპეც­კავ­ში­რით, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჰა­ე­რო ფილ­ტრე­ბით, სხვა ძვი­რადღ­ი­რე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი; ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ის სამ­თავ­რო­ბო მიზ­ნე­ბის­თვის უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს, შე­საძ­ლო­ა, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტიც გან­თავ­სდეს და არა უნი­ვერ­სი­ტეტს გა­დას­ცეს, მით უმე­ტეს, თვი­თონ შე­ნო­ბის ინ­ტე­რი­ე­რი, კა­ბი­ნე­ტე­ბის გან­ლა­გე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტს, მას დი­დი აუ­დი­ტო­რი­ე­ბი, ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი სჭირ­დე­ბა და არა სპე­ცა­პა­რა­ტუ­რა, რა­შიც მილიონებია და­ხარ­ჯუ­ლი. თუ სა­უ­ბა­რი იმა­ზე­ა, რომ მო­პა­რუ­ლი ფუ­ლით არის აშე­ნე­ბუ­ლი და ხალხს უნ­და აჩუ­ქონ, მა­შინ უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა, მი­ყი­დონ ინ­ვეს­ტორს და თან­ხა იმ ბიზ­ნეს­მე­ნებს და­უბ­რუ­ნონ, ვი­საც ქო­ნე­ბა წა­არ­თვეს, ზა­რა­ლი აუ­ნაზღ­ა­უ­რონ. ამ ლო­გი­კით, წარ­თმე­უ­ლი ფუ­ლით არის ნა­ყი­დი პრე­ზი­დენტის ახა­ლი თვით­მფრი­ნა­ვი, მი­სი მან­ქა­ნე­ბი და ა. შ. და ეს ყვე­ლა­ფე­რიც ვინ­მეს უნ­და გა­დას­ცენ. მოკ­ლედ, ნუ ვყრით მი­ლი­ო­ნებს წყალ­ში".

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე შე­ნო­ბა­ში პრე­მი­ე­რის რე­ზი­დენ­ცი­ის გან­თავ­სე­ბა იყო და­გეგ­მი­ლი. ექ­სპერ­ტთა საკ­მა­ოდ დი­დი ნა­წი­ლი ეთან­ხმე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ ცალ­კე საპ­რე­ზი­დენ­ტო და ცალ­კე საპ­რე­მი­ე­რო რე­ზი­დენ­ცი­ე­ბი ქვეყ­ნის­თვის დი­დი ფუ­ფუ­ნე­ბა­ა. "სჯობს, ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე შე­ნო­ბა გა­ი­ყი­დოს და შე­მო­სუ­ლი თან­ხე­ბი მშე­ნებ­ლო­ბის ხარ­ჯებ­საც ამო­ი­ღებს და დარ­ჩე­ბა კი­დეც პრეზიდენტი კი ავლაბარში დარჩეს", - აცხ­ა­დე­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი.

ალ­ბათ, მარ­თლაც დრო­ა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­რულ­დეს "შე­ნო­ბე­ბის ომი" და ბო­ლოს და ბო­ლოს, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რი ­(ის მი­შა იქ­ნე­ბა, გი­ორ­გი, პეტ­რე თუ პავ­ლე) ერთ კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას და­ბი­ნავ­დეს.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა