2013 წლის დანაშაულის ფაქტები საქართველოში: შსს-ს ოფიციალური მონაცემები

2013 წლის დანაშაულის ფაქტები საქართველოში: შსს-ს ოფიციალური მონაცემები

წელს საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 175 დანაშაულის ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია ნათქვამი, რომელიც 10 თვისა და ოქტომბრის თვის დანაშაულის სტატისტიკას ეხება.

სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში მომხდარი 24 175 დანაშაულიდან გახსნილია 14 285 შემთხვევა (59,1%).

რაც შეეხება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, 2012 წელს უფრო მეტი 31 287 დანაშაულის ფაქტი დაფიქსირდა, აქედან გახსნილია 5 789 (18,5%).

გასულ წელთან შედარებით დანაშაულმა 7 112 (22,7 %) შემთხვევით იკლო. გახსნის მაჩვენებელმა კი 40,6%-ით მოიმატა.

რაც შეეხება ოქტომბერს, 2013 წლის ოქტომბრის თვის მონაცემები 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ასეთია: ქვეყნის მასშტაბით ოქტომბერში 2 640 დანაშაული მოხდა, აქედან გახსნილია 1703, გახსნის მაჩვენებელი შეადგენს, 64,5%-ს.

გასული წლის ოქტომბერში კი 3 644 დანაშაული მოხდა, აქედან გახსნილია 298 შემთხვევა, გახსნის მაჩვენებელი შეადგენს 8,2%-ს. შესაბამისად, დანაშაულმა 1004 (27,6%) შემთხვევით იკლო. გახსნის მაჩვენებელმა კი 56,3%-ით მოიმატა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ