საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში 26 მაისის მოვლენების საქმეზე ვანო მერაბიშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრება. ვანო მერაბიშვილის პროცესზე დიმიტრი შაშკინი, კობა ხაბაზი, გიგი წერეთელი, მიხეილ მაჭავარიანი და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმომადგენლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები იმყოფებიან.

პროცესი საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდ - 150-კაციან დარბაზში ტარდება. როგორც პროცესის დაწყებამდე ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე მთელ რიგ მტკიცებულებებს წარმოადგენს.

"შემიძლია გამოვყო ორი ექსპერტის დასკვნა, ჩვენ ევროკავშირის ქვეყანაში ექპერტებს დავუკვეთეთ რამდენად სწორად იყო დაგეგმილი არალეგიტიმური მიტინგის დაშლა და რამდენად სწორად იყო მერაბიშვილის მიერ გაცემული ბრძანება. ორივე დასკვნამ ცალსახად აჩვენა, რომ ვანო მერაბიშვილმა აბსოლუტურად კანონიერი ბრძანება გასცა, გეგმა შედგენილი იყო აბსოლუტურად კანონმზომიერად", - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ