''ნიჭიერი'' ლორენი კენიელი ბოიფრენდის გარეშე დარჩა

''ნიჭიერი'' ლორენი კენიელი ბოიფრენდის გარეშე დარჩა

უკვე რამდენიმე წელია, რაც პროექტ ''ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად'' ფარგლებში საქართველოში უამრავი უცხოელი ჩამოდის. ინგლისური ენის მასწავლებლები თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლებში ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლიან. სწორედ ამ პროექტის წყალობით მოხვდა 27 წლის ლორენ შუბერტი ამერიკიდან საქართველოში და თან პირდაპირ გორის რაიონის სოფელ სათემოში. პროექტ ''ნიჭიერში'' კი მეგობრების წყალობით აღმოჩნდა. ლორენის სიმღერამ და ცეკვამ ჟიური და დარბაზი განსაკუთრებულ ხასიათზე დააყენა და რაც მთავარია, მსახიობ მასწავლებელს პოპულარობა მოუტანა.

- წარმოშობით ამერიკიდან ვარ, კანზასიდან. კარგად მახსენდება ბავშვობის წლები, დიდ დროს ვატარებდი მეგობრებთან, ვუსმენდი მუსიკას. 16 წლის ასაკში მართვის მოწმობა ავიღე. მშობლები ცდილობდნენ, რომ სპორტით დავკავებულიყავი, ამერიკაში ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ არ მოვინდომე. შემდეგ, დედის თხოვნით, თეატრალურ წრეზე შევედი. შემდეგ თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე. ერთ-ერთი სამსახიობო სკოლა დრამის მასწავლებელს ეძებდა და მე ამიყვანეს. მაშინ მივხვდი, რომ მასწავლებლობა ჩემი მოწოდება იყო.

- საქართველოში როგორ მოხვდით?

- ძალიან მომწონდა სწავლების პროცესი და თან მოგზაურობაც მინდოდა. კორეაში უნდა წავსულიყავი ინგლისურის მასწავლებლად. ამის გამო სამსახურიდან წამოვედი, მაგრამ ბოლო წუთში უარი მითხრეს, აღმოჩნდა, რომ აღარ ჰქონდათ ადგილი. ამის შემდეგ ინტერნეტში ვეძებდი მსგავს პროექტებს და ასე აღმოვაჩინე ქართული ანალოგიური პროექტი. საქართველოს შესახებ არაფერი ვიცოდი. ცოტა ინფორმაცია მოვიძიე და ორ კვირაში უკვე თქვენს ქვეყანაში ვიყავი. ოჯახი ძალიან კარგად შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას. შარშან სტუმრად იყვნენ დედა და ბებია საქართველოში. ძალიან მოეწონათ და სიამოვნებით დაბრუნდებიან.

- ლორენ, რამდენი ხანია, რაც საქართველოში ცხოვრობთ?

- ორი წელი გახდება. პირველი წელი გორის რაიონის სოფელ სათემოში ვცხოვრობდი. ძალიან შემიყვარდა ჩემი მასპინძელი ოჯახი. ერთმანეთის ენა არ ვიცოდით და ძირითადად ჟესტებით ვსაუბრობდით. მაშინ ვისწავლე ცოტა ქართული. თავიდან გამიჭირდა, წლები ქალაქში ვცხოვრობდი და სოფელში ცოტა მოვიწყინე. ვცდილობდი, საკუთარი თავი გამეხალისებინა. ბავშვებთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი და პატარა თეატრალურ წარმოდგენებს ვდგამდი.

- უკან დაბრუნებაზე არ გიფიქრიათ?

- იყო მომენტები, როცა დედა ძალიან მენატრებოდა, ამ დროს ჩემს მასპინძელ ქალბატონს ვეხუტებოდი. გარშემო არაჩვეულებრივი გარემო მქონდა, სანამ სახლამდე მივიდოდი, ყველა მეპატიჟებოდა. ქართული კერძები ძალიან მომწონს, ხინკალი და ხაჭაპური - განსაკუთრებით. სხვათა შორის, მომზადება თავადაც ვისწავლე. ძალიან მიყვარს ჭამა, ბევრს ვჭამ, მაგრამ ქართველები უფრო მეტს მაძალებენ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია