"მო­სახ­ლე­ო­ბა შე­საძ­ლო­ა სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩეს"

"მო­სახ­ლე­ო­ბა შე­საძ­ლო­ა სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩეს"

ბო­ლო­ ხანს უცხ­ო­ელ ინ­ვეს­ტო­რებს 10-მდე სა­ა­ვად­მყო­ფო ჩა­მო­ერ­თვათ, მათ შო­რის ონ­კო­ლო­გი­ის ცენ­ტრი თბი­ლის­ში, კომ­პა­ნია "ა­დი­თის" მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 8 კლი­ნი­კა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს უცხ­ო­ელ ინ­ვეს­ტორ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში? არის თუ არა გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი კა­ბა­ლუ­რი და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი? - ამ სა­კითხ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ექიმ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს, პრო­ფე­სორ გია ლობ­ჟა­ნი­ძეს ვე­სა­უბ­რე­ბით.

- რო­ცა ინ­ვეს­ტო­რი, უცხ­ო­ე­ლი თუ ქარ­თვე­ლი, აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ა­ვად­მყო­ფოს კო­ლექ­ტი­ვი­სათ­ვის მი­ცე­მულ პი­რო­ბას ვერ ას­რუ­ლებს, მას­თან და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უნ­და გა­და­ი­ხე­დოს. მარ­თა­ლი­ა, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გას­ხვი­სე­ბა უმე­ტეს­წი­ლად დარ­ღვე­ვით ხდე­ბო­და, მაგ­რამ თით­ქმის ყვე­ლა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­შია მუხ­ლი, სა­დაც წე­რი­ა, რომ პი­რო­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ხელ­მწი­ფოს აქვს უფ­ლე­ბა, გა­და­ხე­დოს ამ სა­კითხს.

- ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ასეთ კლი­ნი­კებ­ში არც იძუ­ლე­ბი­თი მმარ­თვე­ლო­ბის შეყ­ვა­ნას გა­მო­რიცხ­ავს.

- ეს არ არის სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა. კა­ნო­ნით, თუ სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას საფ­რთხე შე­ექ­მნე­ბა, მთავ­რო­ბას შე­უძ­ლია იქ იძუ­ლე­ბი­თი მმარ­თვე­ლის შეყ­ვა­ნა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ფორ­მდე­ბო­და კა­ბა­ლუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, რაც ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­კოტ­რე­ბას იწ­ვევ­და. პრო­ფე­სი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის აზრს არა­ვინ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. ამ­ჟა­მად არის საფ­რთხე, რომ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა პე­დი­ატ­რი­უ­ლი თუ სხვა რო­მე­ლი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩეს. ასეთ ფორ­ს-მა­ჟორ­ში, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კი კლი­ნი­კა­ში შე­საძ­ლო­ა, დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლიც შე­ვი­დეს, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ინ­ვეს­ტორს ხე­ლა­ღე­ბით ჩა­მო­ერ­თმე­ვა კლი­ნი­კა. მმარ­თვე­ლი იმი­ტომ შე­დის, რომ კლი­ნი­კა­ში ავად­მ­ყო­ფე­ბის, პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბა - მომ­სა­ხუ­რე­ბა არ შე­ჩერ­დეს. ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში ორი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი­ა: პა­ცი­ენ­ტი­სა და ექი­მის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, პრობ­ლე­მა ბევ­რგან არის, დღეს კლი­ნი­კე­ბის 99 პრო­ცენ­ტი გა­ყი­დუ­ლი­ა, მათ შო­რის, მოზ­რდი­ლე­ბის, ბავ­შვე­ბის, ამ­გვა­რი ვიწ­რო სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის, - პე­დი­ატ­რი­უ­ლი სულ ერ­თი­-ორი კლი­ნი­კა­ღაა დარ­ჩე­ნი­ლი, სხვე­ბი მრა­ვალ­პრო­ფი­ლუ­რი­ა. ახ­ლა ვიმ­კით იმის შე­დეგს, რომ მა­თი გას­ხვი­სე­ბი­სას სა­ხელ­მწი­ფომ ხე­ლი და­ი­ბა­ნა და ისე გა­და­უ­ლო­ცა ინ­ვეს­ტო­რებს, კო­ლექ­ტი­ვი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა არა­ვის გახ­სე­ნე­ბი­ა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით, ინ­ვეს­ტო­რი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წე­ლია ვალ­დე­ბუ­ლი თა­ვის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­სულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას პრო­ფი­ლი შე­უ­ნარ­ჩუ­ნოს, მე­რე კი შე­უძ­ლია კა­ფე ან სა­ხინ­კლე გახ­სნას.

- არ იქ­მნე­ბა საფ­რთხე, რომ ამ უცხ­ო­ურ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა იჩივ­ლონ სა­სა­მარ­თლო­ში, მო­ი­გონ და­ვე­ბი, რის შემ­დე­გაც მათ წი­ნა­შე სა­ფი­ნან­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი წარ­მო­იქ­მნე­ბა?

- ამი­ტო­მაც, მთავ­რო­ბა არ ჩქა­რობს, რი­თაც ზო­გი შე­იძ­ლე­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლო იყოს, ავი­ღოთ თუნ­დაც რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მა­გა­ლი­თი, სა­დაც კა­ნა­დურ მხა­რეს­თან ისე­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაა და­დე­ბუ­ლი, სა­ხელ­მწი­ფო ვერ ახერ­ხებს თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ი­ღოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, თან ცდი­ლობს, კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ებს არ გას­ცდეს. ანუ სა­დაც გა­საჭ­რე­ლი­ა, უნ­და გა­იჭ­რას, მაგ­რამ ამის უკან უნ­და იყოს მე­ქა­ნიზ­მი, რი­თაც სა­ხელ­მწი­ფო თა­ვის გა­დად­გმულ ნა­ბიჯს და­ი­ცავს.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია