მიხეილ სააკაშვილი - მიხარია, რომ ვილნიუსის სამიტზე ერთად მივდივართ

მიხეილ სააკაშვილი - მიხარია, რომ ვილნიუსის სამიტზე ერთად მივდივართ

მიხარია, რომ ჩვენ ბევრი რაღაც შევძელით ერთად, მიხარია, რომ ვილნიუსის სამიტზე მივდივართ ერთად და გვინდა, რომ იქ პირველი ნაბიჯი გადადგათ ევროკავშირისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს დიპლომატებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის.

"მიხარია, რომ ჩვენ ბევრი რაღაც შევძელით ერთად, მიხარია, რომ ვილნიუსის სამიტზე მივდივართ ერთად და გვინდა, რომ იქ პირველი ნაბიჯი გადადგათ ევროკავშირისკენ. ყველას დიდი მადლობა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც ჩვენ ერთად გავწიეთ. ამ შეკრების მიზანი იყო არჩევნების შეჯამება და მადლობა ამ წლების განმავლობაში თანამშრომლობისთვის", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა