ილჰამ ალიევს გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე დასწრების მოსაწვევი არ მიუღია

ილჰამ ალიევს გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე დასწრების მოსაწვევი არ მიუღია

აზერბაიჯანის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე დასწრების მოსაწვევი არ მიუღია, - ამის შესახებ პორტალი Взгляд.az ილჰამ ალიევის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

პრესსამსახურის განმარტებით, ცერემონიაზე აზერბაიჯანიდან ჯერ არც სხვა ოფიციალური პირები მიუწვევიათ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ელმან აბდულაევის განცხადებით, მსგავსი ინფორმაცია უწყებაში არ შესულა.

საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიაზე დასასწრებად პარტნიორ ქვეყნებში 70-მდე მოსაწვევი გაიგზავნა.

მომზადებულია Взгляд.az-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა