ზოოპარკში დღეს ვეფხვის სამი ბოკვერი დაიბადა

ზოოპარკში დღეს ვეფხვის სამი ბოკვერი დაიბადა

თბილისის ზოოპარკში დღეს ვეფხვის სამი ბოკვერი დაიბადა. როგორც თბილისის ზოოპარკის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ახალდაბადებული ვეფხვის ბოკვრები თავს კარგად გრძნობენ

"დღეს დილით გამთენიისას, ჩვენმა თეთრმა ვეფხვმა - კამერონმა 3 ბოკვერი გააჩინა. პატარები და დედა თავს კარგად გრძნობენ, ჯერ კიდევ ველოდებით და შესაძლოა ნამატი კიდევ იყოს. კამერონი გამოცდილი დედაა და პატარების აღზრდას თავს აუცილებლად კარგად გაართმევს."- ნათქვამია თბილისის ზოოპარკის"ფეისბუქის" გვერდზე.

ვეფხვის ბოკვრები ცალკე, დახურულ ვოლიერში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია