დათა ახალაიას სიმამრი აცხადებს, რომ წყნეთში მდებარე სახლი მას ეკუთვნის და არა - ძმებ ახალაიებს

დათა ახალაიას სიმამრი აცხადებს, რომ წყნეთში მდებარე სახლი მას ეკუთვნის და არა - ძმებ ახალაიებს

დათა ახალაიას სიმამრის, დათო ბენიძის მტკიცებით, ის სახლი, რომელზეც ლევან ჩიტაძეს აქვს საუბარი, მას ეკუთვნის და არა - ბაჩო და დათა ახალაიების.

როგორც წყნეთში, სწორედ იმ სახლთან, ჟურნალისტებთან საუბრისას დათო ბენიძემ განაცხადა, ამ სახლის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო და 2010 წელს დაასრულა. მისივე თქმით, ლევან ჩიტაძეს არ აქვს სწორი ინფორმაცია, რადგან დათა ახალაია მხოლოდ 8 თვეა, მისი სიძეა და მისი აშენებული ეს სახლი ვერანაირად ვერ იქნება.

"ეს სახლი არის სწორედ ჩემი და ჩემი ოჯახის, ის გაფორმებულია ჩემი ცოლის იზო ბენიძის სახელზე. უბრალოდ, დათა ახალაია აქ ხშირად არის-ხოლმე, ხშირად ღამესაც ათევს, რადგან მისი მეუღლე, ჩემი ქალიშვილი არის ორსულად და ქართული წესიდან გამომდინარე ის იმყოფება თავის მშობლებთან. დათა ახალაია არის ძალიან კარგი სიძე და მე ძალიან ვაფასებ მას. ასე რომ, ამ სახლის მშენებლობა მე დავასრულე 2010 წელს და ის ინიციალები, რაც სახლზეა გამოსახული - "დ" და "ბ" არის სწორედ ჩემი სახელი და გვარი და არ არის დათა და ბაჩო ახალაიების სახელების პირველი ასოები", - განაცხადა დათო ბენიძემ.

უფლებადამცველ ლევან ჩიტაძის განმარტებით კი, ახალაიებმა გამოგზავნეს დათა ახალაიას სიმამრი იმ დროს, როდესაც გაიგეს, რომ აქ ჟურნალისტები უნდა მისულიყვნენ.

"მე მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ეს სახლი არის სწორედ ახალაიების და არა ამ ადამიანის, რომელიც ახლა გვიმტკიცებს, რომ სახლი მისია. როდესაც საქართველოში შეიცვლება ეს რეჟიმი, მე ამას დავამტკიცებ და ეს ნათელი გახდება ყველასთვის", - განაცხადა ლევან ჩიტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ფოტოგალერეა: "ქართველ ჩინოვნიკთა სასახლეები"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა