თბი­ლი­სის მე­რის სა­ვარ­ძლის­თვის ბრძო­ლა იწყ­ე­ბა

თბი­ლი­სის მე­რის სა­ვარ­ძლის­თვის ბრძო­ლა იწყ­ე­ბა

დღეს ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კითხ­ვა ხდე­ბა თან­და­თან აქ­ტუ­ა­ლუ­რი - ვინ იქ­ნე­ბა თბი­ლი­სის ახა­ლი მე­რი? თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ლა­მის ერ­თი წლით ად­რე, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უკ­ვე აქ­ტი­უ­რად და­იწყო მსჯე­ლო­ბა უფუნ­ქცი­ოდ დარ­ჩე­ნი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ მო­მა­ვალ­ზე, კერ­ძოდ - გა­მო­ი­ყე­ნებს თუ არა სა­ა­კაშ­ვი­ლი თბი­ლი­სის მე­რის ტრი­ბუ­ნას მო­მა­ვალ საპ­რე­ზი­დენ­ტო და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე პო­ლი­ტი­კა­ში და­სარ­ჩე­ნად.

რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე: "სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან არა­ფე­რი გა­მიკ­ვირ­დე­ბა, ამი­ტომ არც იმას გა­მოვ­რიცხ­ავ, რომ თბი­ლი­სის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში იყა­როს კენ­ჭი".

ნი­კა ჩი­ტა­ძე, ექ­სპერ­ტი: "თბი­ლი­სის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თე­ო­რი­უ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა. თა­ნაც ის პრე­ზი­დენ­ტო­ბამ­დე წე­ლი­წად­-ნა­ხე­ვა­რი საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე იყო და ამ თა­ნამ­დე­ბო­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბი და­ი­წე­რა. თუმ­ცა არ­სე­ბობს მე­ო­რე სა­კითხ­ი: თბი­ლი­სი ყო­ველ­თვის იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სუს­ტი წერ­ტი­ლი.

ვფიქ­რობ, თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ისევ გი­გი უგუ­ლა­ვას წა­რად­გე­ნენ. რაც შე­ე­ხე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", ვფიქ­რობ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არ და­თან­ხმდე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­თა­ვა­ზე­ბას.

სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ­თავ­რო­ბო გუნ­დი თა­ვის კან­დი­და­ტად დაა­სა­ხე­ლებს თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს რო­მე­ლი­მე წევრს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან", ან შე­საძ­ლოა ეს სუ­ლაც ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი და­ვით ნარ­მა­ნია იყოს, რად­გან მან ინ­ფრას­ტრუქ­ტურუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში რა­ღაც გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო და ამ მხრივ გარ­კვე­უ­ლი წო­ნა შე­ი­ძი­ნა.

ია­გო კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი, სო­ცი­ო­ლო­გი: "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არც მე გა­მოვ­რიცხ­ავ, რად­გან მან გა­ნაცხ­ა­და, რომ ამა თუ იმ ფორ­მით პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ნას აპი­რებს, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ასეთ რის­კზე არ წა­ვა. სა­ა­კაშ­ვილს ძა­ლი­ან აში­ნებს პო­ლი­ტი­კა­ში ისევ არ­ჩევ­ნე­ბის გზით შე­მოს­ვლა, მით უმე­ტეს, რომ თბი­ლის­ში არ­ჩევ­ნე­ბის მო­გე­ბა მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, ის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას პარ­ლა­მენ­ტის გზით გა­დაწყ­ვეტს. მე­რო­ბის კან­დი­და­ტად კი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" უფ­რო სხვა კა­ტე­გო­რი­ის ფი­გუ­რას წა­რად­გე­ნენ. შე­საძ­ლოა ეს და­ვით ბაქ­რა­ძე იყოს, ან სხვა რო­მე­ლი­მე მი­სი მსგავ­სი კან­დი­და­ტი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, ის უფ­რო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რაა და მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თუ გა­დაწყ­ვეტს, ალ­ბათ - და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­და­ტად. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" სა­ზო­გა­დო­ე­ბის ოპო­ზი­ცი­ურ შიმ­შილს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს გარ­კვე­უ­ლი შან­სე­ბი ექ­ნე­ბა.

ვა­ჟა ბე­რი­ძე, პო­ლი­ტო­ლო­გი: "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ­ზე მსჯე­ლო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი­ა, მის ვი­ნა­ო­ბას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და­ა­სა­ხე­ლებს. რაც შე­ე­ხე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", ვფიქ­რობ, და­ვით ბაქ­რა­ძის ან სა­ა­კაშ­ვი­ლის და­სა­ხე­ლე­ბა მათ­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი ვერ იქ­ნე­ბა - სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ ხალ­ხის გან­წყო­ბა ცნო­ბი­ლი­ა, ბაქ­რა­ძემ კი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზეც წა­აგო თბი­ლის­ში.

მა­რი ონე­ზაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია