ტუ­ა­ლე­ტე­ბის ბიზ­ნე­სი ანუ თბი­ლი­სი სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბის გა­რე­შე

ტუ­ა­ლე­ტე­ბის ბიზ­ნე­სი ანუ თბი­ლი­სი სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბის გა­რე­შე

21-ე სა­უ­კუ­ნის თბი­ლი­სი (და არა მარ­ტო თბი­ლი­სი) რო­მე­ლიც, აქა­ო­და, ტუ­რის­ტუ­ლად მიმ­ზიდ­ვე­ლი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქი­აო და სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას, უფ­რო სწო­რად კი უქონ­ლო­ბას ნამ­დვი­ლად უჩი­ვის. ვა­ი­და, ჩა­მო­სულ ტუ­რისტს "გა­უ­ჭირ­დეს", სა­პირ­ფა­რე­შოს მი­სა­მართს ძნე­ლად თუ გა­იხ­სე­ნებს კა­ცი - ან ბუჩ­ქებ­ში უნ­და გა­გ­ზავ­ნო, ან მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში, რო­მე­ლიც უკ­ვე ტუ­ა­ლე­ტის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს.

თბი­ლი­სის ერ­თ-ერ­თი მწვა­ვე პრობ­ლე­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტუ­ა­ლე­ტე­ბის არარ­სე­ბო­ბა­ა. ამ პრობ­ლე­მის აქ­ტუ­ა­ლო­ბა­ზე თუნ­დაც ის ფაქ­ტი მი­უ­თი­თებს, რომ დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში მოძ­რავ ასიათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქეს სულ რამ­დე­ნი­მე კერ­ძო სა­პირ­ფა­რე­შო ემ­სა­ხუ­რე­ბა. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, 1991 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი თბი­ლის­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტუ­ა­ლე­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 30-დან 2-3-მდე შემ­ცირ­და. სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად სა­ზო­გა­დო­ე­ბრივი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში იყო აშე­ნე­ბუ­ლი, იმ გა­ნუ­კითხ­ა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში მა­ღა­ზი­ე­ბად, სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­ე­ბად და სა­ხინ­კლე­ე­ბა­დაც კი გა­და­კეთ­და. შე­დე­გად კი მი­ვი­ღეთ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი, ვი­ნა­ი­დან ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მოთხ­ოვ­ნი­ლე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად თბი­ლი­სე­ლებ­მა ბუჩ­ქებ­სა და მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლებს მი­ა­შუ­რეს.

"ო­ჯახ­ში მო­სუ­ლი სტუ­მა­რი ტუ­ა­ლე­ტის სი­სუფ­თა­ვის მი­ხედ­ვით აფა­სებს დი­ა­სახ­ლისს, იგი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა სა­ხელ­მწი­ფოს მი­მარ­თაც. აქ ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბი კი რას ხე­და­ვენ? - ან სა­ერ­თოდ ვერ პო­უ­ლო­ბენ სა­პირ­ფა­რე­შო­ებს, ან თუ იპო­ვი­ან - შეს­ვლის სურ­ვილს კარ­გა­ვენ", - გვითხ­რა თბი­ლი­სელ­მა გი­ვი ნო­ზა­ძემ.

"ქა­ლა­ქის სირ­ცხვი­ლი­ა, რო­ცა სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბის პრობ­ლე­მა არ არის მოგ­ვა­რე­ბუ­ლი, ამას ხომ არ სჭირ­დე­ბა მი­ლი­ო­ნე­ბი! თუ გვინ­და გან­ვი­თარ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბაც და ქა­ლა­ქიც, ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ უნ­და გვი­წევ­დეს. და­ვუშ­ვათ, ტუ­რის­ტე­ბის ავ­ტო­ბუ­სი გა­ჩერ­და მთა­ვარ მო­ე­დან­ზე, რო­მე­ლი­მე სტუ­მარს დას­ჭირ­და ტუ­ა­ლე­ტი, სად წა­ვი­დეს? სად უნ­და წა­იყ­ვა­ნონ, არ მეს­მის. მარ­ტო სტუმ­რე­ბი­თაც არ გა­ნი­საზღ­ვრე­ბა ქა­ლა­ქის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, ჩვენც ხომ აქ ვცხოვ­რობთ" - ამ­ბობს თი­ნა­თინ ბა­ჩი­აშ­ვი­ლი.

სად­გუ­რის მო­ე­დან­ზე ყვე­ლას­თვის თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას წა­მო­ჭი­მულ ტუ­ა­ლეტს წა­ვაწყ­დი, ფა­სი 20 თეთ­რი. 15-წუ­თი­ა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ვი­ზი­ტორ­თა ნაკ­ლე­ბო­ბას არ უჩი­ვის. თუმ­ცა, სა­ნი­ტა­რიუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­გორც კერ­ძო ტუ­ა­ლე­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში­ა, სა­გან­გა­შო ჩანს: უსი­ა­მოვ­ნო სუ­ნი და არა­ეს­თე­ტი­კუ­რი სუ­რა­თი, რომ­ლის აღ­წე­რაც არ ღირს.

სა­პირ­ფა­რე­შო­დან გა­მო­სუ­ლი ახალ­გაზ­რდა ბუზღ­უ­ნებს, 20 თეთ­რი ღირს და შიგ­ნით შუ­ქიც კი არ არი­სო და იქ­ვე, რკი­ნის ბოძ­ზე მი­მაგ­რე­ბულ პლას­ტმა­სის ბოთ­ლის "ონ­კან­ზე" იბანს ხე­ლებს. მეც არ და­მი­ყოვ­ნე­ბია და რამ­დე­ნი­მე ფო­ტო გა­და­ვი­ღე, ირ­გვლივ მსხდო­მი მო­ვაჭ­რე­ე­ბის ხმა შე­მო­მეს­მა - შიგ­ნით შე­დი და იქ გა­და­ი­ღე, უფ­რო ლა­მა­ზი სუ­რა­თი გა­მო­ვა­ო. თუმ­ცა ყვე­ლა მათ­გა­ნი, მი­უ­ხე­და­ვად სი­ბინ­ძუ­რი­სა, მა­ინც ამ სა­პირ­ფა­რე­შო­თი სარ­გებ­ლობს.

"რა ვქნათ, რომ არ შე­ვი­დეთ, სხვა გზა არა­ა. 20 თეთრს გვახ­დე­ვი­ნე­ბენ სა­ში­ნელ ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ა­ში, მაგ­რამ რო­ცა არ­ჩე­ვა­ნი არ არის, მა­ინც აქ გვი­წევს შეს­ვლა. ქვე­და მხა­რე­საც არის ერ­თი სა­პირ­ფა­რე­შო, მაგ­რამ იქ შეს­ვლა გა­აძ­ვი­რეს, თან არც იქა­უ­რო­ბა ბრწყი­ნავს, თით­ქმის იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ა", - ამ­ბობს ერ­თ-ერ­თი მო­ვაჭ­რე.

კერ­ძო ტუ­ა­ლე­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის ფა­სი 20-დან 50 თეთ­რამ­დე მერ­ყე­ობს და მე­პატ­რო­ნე­ე­ბის­თვის საკ­მა­ოდ სარ­ფი­ა­ნი ბიზ­ნე­სი­ა. იმის გა­სარ­კვე­ვად, აპი­რებს თუ არა თბი­ლი­სის მე­რია ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას, მე­რი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურს მივ­მარ­თე, სა­დაც გან­მიცხ­ა­დეს, რომ მე­რია მსგავ­სი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას არ აპი­რებს. "თბი­ლი­სის მე­რია არ გეგ­მავს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტუა­ლე­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ეც­დე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რად ხე­ლი შე­უწყ­ოს კერ­ძო სექ­ტორს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მოამზადა მაკა ქობალიამ

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია