თეა წულუკიანი და ირაკლი ალასანია თანამდებობებს შეინარჩუნებენ - ირაკლი ღარიბაშვილი

თეა წულუკიანი და ირაკლი ალასანია თანამდებობებს შეინარჩუნებენ  - ირაკლი ღარიბაშვილი

თეა წულუკიანიც და ირაკლი ალასანიაც ახალ მინისტრთა კაბინეტში თანამდებობებს შეინარჩუნებენ, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საგურამოში ყოფნისას განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ძირეული გადაადგილებები მთავრობაში არ იგეგმება. მთავარი ცვლილებები არის, რომ ჩვენ გვეყოლება ახალი მთავარი პროკურორი და ჩემი შემცვლელი.

ირაკლი ღარიბაშვილი არ აკონკრეტებს დაიკავებს თუ არა შს მინისტრის თანამდებობას მისი რომელიმე მოადგილე.

საგურამოში დღეს ილია ჭავჭავაძის იუბილე აღინიშნება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა