რატომ მიუვიდათ დამრღვევ მძღოლებს ჯარიმები რამდენიმე თვის დაგვიანებით

რატომ მიუვიდათ დამრღვევ მძღოლებს ჯარიმები რამდენიმე თვის დაგვიანებით

საგზაო წესების დარღვევის გამო, ჯარიმების რამდენიმე თვის დაგვიანებით ადრესატთან მისვლაზე პასუხისმგებლობა ფოსტას ეკისრება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.

მისი თქმით, დამრღვევ მძღოლებს ჯარიმები რამდენიმე თვის დაგვიანებით მიუვიდათ, თუმცა შსს-მ დარღვევები დროულად დააფიქსირა.

"ჩვენ დროულად ვაფიქსირებთ დარღვევებს, რაც როგორც წესი, ერთიან ბაზაში შეგვაქვს. შემდეგ ეს ფოსტამ უნდა მიუტანოს დაჯარიმებულებს. ფოსტამ საჯარიმო ქვითრები დროულად არ დაარიგა და დაგროვებული ჯარიმების დარიგება ახლა დაიწყო", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

ამასთან, მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი 11 ნოემბერს გამოაცხადებს ახალ ინიციატივას, რაც დაკავშირებულია ჯარიმების შემცირებასთან.

როგორც ცნობილია, ვიდეოჯარიმები მძღოლებს რამდენიმე თვის დაგვიანებით მიუვიდათ. დაგროვილი ჯარიმების ადრესატები აცხადებენ, რომ ივლისის თვის საჯარიმო ქვითრები 4 თვის დაგვიანებით მიიღეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია