ე­ქი­მის შეც­დო­მა - "ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ა­ნის მორ­გში მოხ­ვედ­რით მთავ­რდე­ბა"

ე­ქი­მის შეც­დო­მა - "ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ა­ნის მორ­გში მოხ­ვედ­რით მთავ­რდე­ბა"

ათი­ო­დე დღის წინ კა­ხეთ­ში ორი თვის ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა და გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ბავ­შვის და­ღუპ­ვა­ში მშობ­ლე­ბი ექი­მებს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. უფ­რო ად­რე, აპ­რილ­ში, ქუ­თა­ი­სის რე­გი­ო­ნულ კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ნაღ­ვლის ბუშ­ტის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ 36 წლის ქა­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, ახ­ლობ­ლე­ბი ამ შემ­თხვე­ვა­შიც პა­სუხს ექიმს სთხოვ­დნენ. 2013 წლის 5 სექ­ტემ­ბერს, წნორ­ში, სა­კე­ის­რო კვე­თის შე­დე­გად 33 წლის მშო­ბი­ა­რე ქა­ლი და­ი­ღუ­პა. ოჯა­ხის წევ­რებ­მა კლი­ნი­კის ექიმს დას­დეს ბრა­ლი. მსგავ­სი მა­გა­ლი­თე­ბის მოყ­ვა­ნა კი­დევ შე­იძ­ლე­ბა... რა ხდე­ბა? რა­ტომ ტყუვ­დე­ბი­ან ექი­მე­ბი და რას უნ­და და­ვაბ­რა­ლოთ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ციფ­რე­ბი და ფაქ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ვერ­სად და­ვე­მა­ლე­ბით? - ამ შე­კითხ­ვე­ბით ცნო­ბილ მე­ან­-გი­ნე­კო­ლოგ ლა­დო კა­ხა­ძეს მივ­მარ­თეთ:

-  შეც­დო­მი­სა­გან დაზღ­ვე­უ­ლი არა­ვი­ნა­ა, მაგ­რამ მთა­ვა­რი­ა, რა მოჰ­ყვე­ბა ამ შეც­დო­მას. აქ­ვე დგე­ბა სა­კითხი - რამ გა­მო­იწ­ვია ეს შეც­დო­მა - არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბამ, არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მმა, გულ­გრი­ლო­ბამ, უყუ­რადღ­ე­ბო­ბამ, სიჩ­ქა­რემ თუ იმან, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია - არას­წორ­მა დი­აგ­ნოზ­მა? ად­რე იყო კონ­სი­ლი­უ­მე­ბის სის­ტე­მა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ექი­მი ერ­თად წყვეტ­და უამ­რავ სა­კითხს. ახ­ლა ეს სის­ტე­მა მოშ­ლი­ლია და მე ვკითხ­უ­ლობ - რა­ტომ?! იქ­ნებ და­ვაბ­რუ­ნოთ კონ­სი­ლი­უ­მის სი­სტე­მა, რად­გან ექიმს, რო­მე­ლიც ცხვირს აწევს და იტყ­ვის, მე ვარ და ჩე­მი ნა­ბა­დი­ო, შე­იძ­ლე­ბა ფე­ხი და­უც­დეს და კი­სე­რიც მო­იმ­ტვრი­ოს. თუ შეც­დო­მის სა­ფუძ­ვე­ლი ან­გა­რე­ბა და ფუ­ლი­ა, აქ უკ­ვე დამ­თავ­რე­ბუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი. ასეთ ექი­მებ­ზე რა უნ­და ვთქვა, ისიც არ ვი­ცი...

-  მეს­მის, რომ კო­ლე­გი­ა­ლო­ბის გა­მო ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი გიძ­ნელ­დე­ბათ, მაგ­რამ თქვენს კო­ლე­გებს შეც­დო­მე­ბი და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გა­მოც ხომ არ მოს­დით?

-  იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ყო­ველ­თვის ექი­მის მხა­რე­ზე ვარ, უნ­და და­გე­თან­ხმოთ. მო­და­ში შე­მო­ვი­და პოსტდიპ­ლო­მუ­რი სწავ­ლე­ბა და გა­უ­თა­ვე­ბე­ლი კურ­სე­ბი. რამ­დე­ნი რე­ფორ­მა ჩა­ვა­ტა­რეთ, მაგ­რამ მე­დი­ცი­ნას მა­ინც არ ეშ­ვე­ლა. და­გი­წე­რენ ჰა­იდ­ლა­ინს, თუ შე­ას­რუ­ლებ, შე­იძ­ლე­ბა შენს ხელ­ში ადა­მი­ა­ნი მოკ­ვდეს, მაგ­რამ მა­ინც გეტყ­ვი­ან - მა­გა­რი ხა­რო. და­ნა­შა­უ­ლი­ა ადა­მი­ა­ნის მკურ­ნა­ლო­ბა სტან­დარ­ტე­ბი­თა და ჰა­იდ­ლა­ი­ნე­ბით, რო­მელ­ზეც ვი­ღაც ფულს აკე­თებს. სა­ფუძ­ვლი­ა­ნი სწავ­ლი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­რე­შე ექი­მი ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა და ვერც სწორ დი­აგ­ნოზს დას­ვამს. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი იმით მთავ­რდე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი მორ­გში ხვდე­ბა. შე­იქ­მნა მა­ხინ­ჯი სის­ტე­მა, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ერ­თი დღე რომ გა­ა­ტა­რო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­როს ფა­სი უნ­და გა­და­ი­ხა­დო. თუმ­ცა, ექი­მის მი­ერ გა­მოვ­ლე­ნილ ან­გა­რე­ბას მა­ინც ვერ გა­ვა­მარ­თლებ. ჩემს სი­ცოცხ­ლე­ში ერ­თა­დერ­თი ხე­ლოვ­ნუ­რი აბორ­ტი მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ეს არ ყო­ფი­ლა კრი­მი­ნა­ლუ­რი აბორ­ტი და ქა­ლის ოჯახ­თა­ნაც შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო, დღემ­დე მშვი­დად არ მა­ძი­ნებს. ამ ცოდ­ვის გა­მო­სას­ყი­დად უამ­რა­ვი სი­ცოცხ­ლე გა­და­მირ­ჩე­ნია.

უცხ­ო­ე­ლი ექი­მე­ბის შეც­დო­მე­ბი - 2007 წელს ინ­დო­ელი საბ­რან პრა­ვი­ნის მუ­ცელ­ში ექიმს ხელ­სა­ხო­ცი დარ­ჩა. 2000 წელს, დო­ნალდ ჩერ­ჩე­მის სხე­ულ­ში ექი­მებს 31-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო ია­რა­ღი დარ­ჩათ, პა­ცი­ენ­ტმა კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 97.000 დოლარი მი­ი­ღო. იუ­ჯინ რიგ­სი სან­-ფრან­ცის­კოს სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბას, ექიმ­მა კუ­ჭის ნაც­ვლად საკ­ვე­ბი მი­ლი ფილ­ტვებს შე­უ­ერ­თა, ჯე­რო­მი პარკსს, რო­მელ­საც სიმ­სივ­ნე ჰქონ­და ენა­ზე, შეც­დო­მით დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზის წყა­ლო­ბით ტვი­ნის ღე­რო­ვა­ნი ჯან­მრთე­ლი ნა­წი­ლი ამო­აჭ­რეს. შე­დე­გად პა­ცი­ენ­ტი დაბ­რმავ­და და დაყ­რუვ­და. 1995 წელს 52 წლის ვი­ლი კინგს, ფლო­რი­დის შტა­ტის ქა­ლაქ ტამ­პა­ში, მარ­ცხე­ნა ფე­ხის მა­გივ­რად მარ­ჯვე­ნა მო­აჭ­რეს.

ესაუბრა ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია