"თბი­ლი­სის ფილ­ტვებს" გა­ნად­გუ­რე­ბა ემუქ­რე­ბა?!

"თბი­ლი­სის ფილ­ტვებს" გა­ნად­გუ­რე­ბა ემუქ­რე­ბა?!

ბავ­შვთა ქა­ლაქ "მზი­უ­რის" ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წილს (და­ახ­ლო­ე­ბით 59.000 კვად­რა­ტულ მეტრს) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლი­რე­ბის სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნის სტა­ტუ­სი მო­უხ­სნა. მოჰ­ყვე­ბა თუ არა ამას ბავ­შვთა ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახალ­მშე­ნებ­ლო­ბე­ბი და რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს გა­რე­მო­ზე? - ამ კითხ­ვით ასო­ცი­ა­ცია "უ­საფ­რთხო სივ­რცის" იუ­რისტს ნა­ნა რა­მიშ­ვილ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მე­ბა­ღე­ო­ბის" ხელ­მძღვა­ნელ ნა­ტა ფე­რა­ძეს მივ­მარ­თეთ.

ნანა რამიშვილი: ახ­ლა იქ მშე­ნებ­ლო­ბე­ბის გა­ჩა­ღე­ბაც შე­იძ­ლე­ბა. ჩვენ­თვის ისიც ცნო­ბი­ლი­ა, რომ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­სა­კუთ­რე­ებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე მი­მარ­თეს მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხურს მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის მოთხ­ოვ­ნით, რაც ზო­ნა­ლურ­მა საბ­ჭომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, რად­გან კა­ნო­ნით ამის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. ახ­ლა კი სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა და არა­ვინ იცის, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი.

ნა­ტა ფე­რა­ძე: "მზი­უ­რი" თბი­ლი­სის ფილ­ტვე­ბი­ა, ერ­თ-ერ­თი კო­რი­დო­რი, სა­ი­და­ნაც ჰა­ე­რი შე­მო­დის. ქა­ლაქ­ში ეკო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა მწვა­ვე­ა, იმა­ტა ონ­კო­ლო­გი­ურ­მა და­ა­ვა­დე­ბებ­მა. მშე­ნებ­ლო­ბე­ბი და­უშ­ვე­ბე­ლი­ა, მა­ღა­ლი კორ­პუ­სე­ბი ჰა­ე­რის ნა­კადს აკა­ვებს, არ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა კო­რი­დორ­სა და გო­რა­ზე კორ­პუ­სი შენ­დე­ბო­დეს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნე­ბის საზღ­ვრე­ბი თა­ვი­დან უნ­და დად­გინ­დეს და ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი იყოს. "მზიურის" ტერიტორიაზე გზის მშე­ნებ­ლო­ბი­სას არა­ერ­თი შეც­დო­მა და­უშ­ვეს - დარ­გეს პა­ტა­რა დე­კო­რა­ტი­უ­ლი ხე­ე­ბი, რო­მე­ლიც ჰა­ერს ვერ წმენდს, ახ­ლა კი მე­რი­ის გამ­წვა­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რი კვლავ ჭად­რე­ბის დარ­გვას აპი­რებს, იმ ჭად­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც აღ­მა­შე­ნე­ბელ­სა და რუს­თა­ველ­ზე მოჭ­რეს და მავ­ნე მცე­ნა­რე­დაც გა­მო­აცხ­ა­დეს.

პ.ს. ამ სა­კითხ­ზე კო­მენ­ტა­რის­თვის ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხურს მივ­მარ­თეთ, მაგ­რამ არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხურ­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარს თა­ვი აა­რი­და.

ესაუბრა ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია