მიხეილ სააკაშვილი გულებიანი დროშის თაობაზე მთავრობის პოზიციას ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილი გულებიანი დროშის თაობაზე მთავრობის პოზიციას ეხმაურება

მთელი ეს წლები მკერდით ვატარებ ხუთჯვრიან დროშას, არავინ ისე არ ამაყობს ამ დროშით, როგორც მე, - ასე ეხმაინება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეზე ე.წ. გულებიანი დროშის აღმართვაზე მთავრობის პოზიციას.

ამასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადება პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"ცოტა ზედმეტი ხომ არ მოსდით მთავრობაში დაბრუნებულ შევარდნაძის მთავრობის თანამდებობის პირებს, როცა ჩემგან იცავენ იმ დროშას, რომლის გამოყენებაზე არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩემს წინააღმდეგ მაშინ, როცა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი. გუმბათიდან რამდენიმე საათით დროშის ჩამოხსნაზე დარდს გამოხატავს ის მთავრობა რომელიც გეგმავს რამდენიმე დღეში სამუდამოდ დაუკარგოს ამ სასახლეს სახელმწიფო დაწესებულების სტატუსი. მთელი ეს წლები მკერდით ვატარებ ხუთჯვრიან დროშას რომელიც დღევანდელი მთავრობის არც ხელმძღვანელის, არც სხვა რომელიმე მინისტრის პიჯაკზე არასდროს დამინახავს.

არავინ ისე არ ამაყობს ამ დროშით, როგორც მე, ვინაიდან როცა შემომქონდა, მაშინაც მამოძრავებდა და ახლაც მამოძრავებს რწმენა, რომ ეს დროშა ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს ღირებულებებს და ამასთანავე საუკეთესოა მსოფლიოს სახელმწიფოთა დროშებს შორის!", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშის ნაცვლად, ახალი დროშა ფრიალებს. მთავრობამ კი სააკაშვილს პრეზიდენტის რეზიდენციაზე სახელმწიფო დროშის აღმართვისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის ინფორმაციით კი, პრეზიდენტის სასახლის თავზე ე.წ. გულებიანი დროშის აღმართვა მუსიკალური კლიპის გადაღებას უკავშირდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა