მეტ­რო­სად­გურ "უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტის" მშე­ნებ­ლო­ბა გა­ზაფ­ხულ­ზე და­იწყ­ე­ბა

მეტ­რო­სად­გურ "უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტის" მშე­ნებ­ლო­ბა გა­ზაფ­ხულ­ზე და­იწყ­ე­ბა

მეტ­რო­სად­გურ "ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლას" ფო­ი­ე­ში, მა­ტა­რებ­ლის მო­ლო­დინ­ში იმ ლი­ან­დაგს გავ­ყუ­რებ, რო­მელ­ზეც ჯერ მა­ტა­რე­ბელს არ გა­უვ­ლი­ა. გვერ­დზე გა­დახ­რი­ლი გვი­რაბს გავ­ცქე­რი და ვხე­დავ, რომ იქ სადღ­აც, გვი­რა­ბის ბო­ლოს, სი­ნათ­ლე ჩანს. ამ ლი­ან­და­გებ­მა, წე­სით, მეტ­რო­სად­გურ "უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტამ­დე" უნ­და მიგ­ვიყ­ვა­ნონ, თუმ­ცა, გზა უნი­ვერ­სი­ტე­ტის­კენ ჯერ კი­დევ მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში­ა.

ამ ლი­ან­დაგ­ზე მა­ტა­რებ­ლის ჩა­მოვ­ლას ყვე­ლა მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სტუ­დენ­ტე­ბი, რად­გან ეს მათ დრო­სა და თან­ხას და­ზო­გავს.

სწო­რედ ამ გვი­რა­ბე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა გა­დავ­წყვი­ტე, მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი­დან ამო­სუ­ლი ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლას გამ­ზირს ავუ­ყე­ვი და და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბის სა­თა­ვეს ვეს­ტუმ­რე. იქ მი­სულს გვი­რა­ბის ინ­ჟი­ნე­რი გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი დამ­ხვდა, რო­მელ­მაც გუ­ლის­წუ­ხი­ლით მითხ­რა - ოღონდ ეს მეტ­რო აშენ­დეს და თუ გინ­დათ ამ ლი­ან­და­გებს ფე­ხით შე­მო­გა­ტა­რებ­თო...

ჩაფ­ხუ­ტი და­მა­ხუ­რეს და რამ­დე­ნი­მე მუ­შა გვი­რაბ­ში ჩა­სას­ვლე­ლად გა­მიძღ­ვა. ლიფ­ტში ვსხდე­ბით და მი­წის ზე­და­პი­რი­დან 35 მეტ­რის სიღ­რმე­ში ჩავ­დი­ვართ. პირ­ვე­ლი, რაც შე­ვამ­ჩნი­ე, სა­მო­რი­გეო ოთა­ხი იყო, სა­ი­და­ნაც ლიფ­ტის ას­ვლა-­ჩას­ვლა და წყლის ჩარ­თვა-­გა­მორ­თვა კონ­ტროლ­დე­ბა. "ეს კონ­ტრო­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა, რა­თა გვი­რა­ბე­ბი არ და­იტ­ბო­როს", - მიხ­სნის ერ­თ-ერ­თი მუ­შა.

გვი­რა­ბებ­ში შუ­ქე­ბი ინ­თე­ბა და გზას გან­ვაგ­რძობთ. იმის­თვის, რომ მთა­ვარ გვი­რა­ბამ­დე მიხ­ვი­დე, ჯერ დამ­ხმა­რე და გა­და­სარ­ბე­ნი გვი­რა­ბე­ბი უნ­და გა­ი­ა­რო. ლი­ან­დაგ­ზე რამ­დე­ნი­მე ელ­მა­ვა­ლი დგას, რო­მლებსაც მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის გა­და­სა­ტა­ნად იყე­ნებ­დნენ. თუმ­ცა უკ­ვე დატყ­ო­ბი­ათ, რომ დი­დი ხა­ნია უმოძ­რა­ოდ დგა­ნან.

ა­ი, მთა­ვარ გვი­რაბ­საც მი­ვუ­ახ­ლოვ­დით. ბა­ტო­ნი გი­ორ­გი მე­უბ­ნე­ბა, რომ თუ ამ გვი­რაბს ბო­ლომ­დე გა­ვუყ­ვე­ბით, "ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლას" სად­გურ­ზე შე­მო­მა­ვალ მა­ტა­რე­ბელ­საც და­ვი­ნა­ხავთ, თუმ­ცა გვი­რაბ­ში წყლის დო­ნის მა­ტე­ბის გა­მო მი­სი გავ­ლა ვერ შევ­ძე­ლით.

"დე­ლი­სი"­-"უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტის" სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა 1985 წელს და­იწყ­ო, ხა­ზი 1,5 კმ სიგ­რძი­საა და იქ ორი სად­გუ­რის "ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლას" და "უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტის" გვი­რა­ბე­ბი­სა და ჩი­ხე­ბის მოწყ­ო­ბა იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. თუმ­ცა 1993 წელს უსახ­სრო­ბის გა­მო მშე­ნებ­ლო­ბა შე­ჩერ­და და ნა­გე­ბო­­ბა და­კონ­სერ­ვდა. 1998 წელს მშე­ნებ­ლო­ბა კვლავ გა­ნახ­ლდა, რის შე­დე­გა­დაც 2000 წელს მეტ­რო­სად­გურ "ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლას" ერთ გვი­რაბ­ში სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რულ­და, და­ნარ­ჩე­ნი ნა­გე­ბო­ბე­ბი კი კვლავ კონ­სერ­ვა­ცი­ის რე­ჟიმ­ში­ა. მა­თ მოვ­ლა-­შე­ნახ­ვით სა­მუ­შა­ო­ებს 2007 წლამ­დე კომ­პა­ნია "მეტ­რომ­შე­ნი" ახორ­ცი­ე­ლებ­და, რაც მას სა­შუ­ა­ლოდ წე­ლი­წად­ში 500 ათა­სი ლა­რი უჯ­დე­ბო­და. 2008 წლი­დან კი ამ სა­მუ­შა­ო­ებს თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია ახორ­ცი­ე­ლებს.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ტრან­სპორ­ტის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი აკა­კი ჯო­ხა­ძე:

"უკ­ვე ცნო­ბი­ლი­ა, რომ აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის მი­ერ გა­მო­ყო­ფი­ლია თან­ხე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ და­იწყ­ოს მეტ­რო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა. ამ ეტაპ­ზე პრო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვით­არე­ბის ფონ­დი ახორ­ცი­ე­ლებს პრო­ექ­ტის ექ­სპერ­ტი­ზის­თვის სა­ჭი­რო სა­მუ­შა­ო­ებს. შემ­დეგ კი გა­მოცხ­ად­დე­ბა ტენ­დე­რი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის შე­სარ­ჩე­ვად. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გრა­ფი­კი ით­ვა­ლის­წი­ნებს მო­მა­ვა­ლი წლის გა­ზაფ­ხუ­ლამ­დე სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის შერ­ჩე­ვას და მშე­ნებ­ლო­ბის დაწყ­ე­ბი­დან მაქ­სი­მუმ ორ წე­ლი­წად­-ნა­ხე­ვარ­ში მეტ­რო­სად­გუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში უნ­და შე­ვი­დეს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­თვის".

თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში 1966 წლის 11 იან­ვარს შე­ვი­და. ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის მეტ­რო 22 მოქ­მე­დი სად­გუ­რის­გან შედ­გე­ბა - 16 გან­ლა­გე­ბუ­ლია გლდა­ნი-­ვარ­კე­თი­ლის, ხო­ლო 6 - სა­ბურ­თა­ლოს ხაზ­ზე. ხა­ზე­ბის სა­ერ­თო სიგ­რძე 26,4 კი­ლო­მეტ­რი­ა.

მაკა ქობალია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია