რა საერთო აქვთ ია ფარულავასა და მაკა ჩიჩუას

რა საერთო აქვთ ია ფარულავასა და მაკა ჩიჩუას

27 ოქტომბერს საქართველოში რიგით მეოთხე პრეზიდენტი ავირჩიეთ. ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძის და მიხეილ სააკაშვილის შემდეგ ეს პოსტი გიორგი მარგველაშვილს ერგო და 17 ნოემბერს ინაუგურაციის შემდეგ სახელმწიფოს მართვის სადავეებს ჩაიბარებს. გასაკვირი სულაც არ არის, რომ ახალი ხელისუფლის პერსონა ერთი-ორად საინტერესო გახდა, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში კი მისი პირადი ცხოვრება და ოჯახი მოექცა.

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა, პრესა გამუდმებით წერდა იმის შესახებ, ვინ იქნებოდა მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში პირველი ლედი. როდესაც ახალი მთავრობის პირობებში მინისტრთა კაბინეტი დაკომპლექტდა, თითქმის მთელი პრესა მოიარა ახალი მინისტრების ოჯახურმა ინტერვიუებმა თუ ფოტოებმა. თუმცა მათ შორის არ იყო მაშინდელი განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილის ოჯახური პორტრეტი. მალე ცნობილი გახდა, რომ მას მსახიობ და მომღერალ მაკა ჩიჩუასთან დიდი ხნის სიყვარული აკავშირებდა, თუმცა საკუთარი ურთიერთობის გაოფიციალურებას წყვილი არ გეგმავდა. წინასაარჩევნოდ გავიცანით პრეზიდენტობის კანდიდატის ერთადერთი ქალიშვილიც, თუმცა ანას ინტერვიუ პრესაში აქამდე არ დაბეჭდილა.

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ეკრანებზე რეჟისორ რუსუდან ჭყონიას ახალი ფილმი keep smiling გამოვიდა, სადაც ერთ-ერთ როლს მაკა ჩიჩუა ასრულებს. ფილმის ერთ-ერთ სცენაში მსახიობ ქალბატონთა ჯგუფი სცენაზე საცურაო კოსტიუმებში გამოდის, მათ შორის, მაკა ჩიჩუას გმირიც. საცურაო კოსტიუმში გადაღებულმა მისმა ფოტომ ინტერნეტსივრცე მოიარა და უამრავი შეურაცხმყოფელი კომენტარიც დაიმსახურა. ეს ფოტო სკანდალური კი აღმოჩნდა, თუმცა გაუგებარია, რატომ არის მითქმა-მოთქმის საგანი ფილმში შესრულებული როლი? ან რატომ უკვირთ საცურაო კოსტიუმში ქალის გამოჩენა საქართველოში?!. რატომღაც კომენტარის ავ­ტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მარგველაშვილის პრეზიდენტობაში საყვარელი ქალბატონის საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო გახდა.

გიორგი მარგველაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ კი უფრო მეტი არჩევნებში მისი გამარჯვების შემდეგ გავიგეთ. პრეზიდენტს ქალიშვილი - ანა, პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მისი ყოფილი მეუღლე ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს და ანამ რამდენიმე წელი რუსეთის დედაქალაქში გაატარა, თუმცა შემდეგ სასწავლებლად სამშობლოში დაბრუნდა.

როგორც აღმოჩნდა, მარგველაშვილის მეორე ცოლი ხათუნა აბაშიძე გახლდათ. ახალი სკანდალი კი მაშინ აგორდა, როდესაც გაცხადდა, რომ ხათუნას ძმა, ლაშა აბაშიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნება. ამის გამო მარგველაშვილს ნეპოტიზმშიც დასდეს ბრალი, თუმცა ლაშა აბაშიძის კარიერულ ბიოგრაფიას თუ გადავავლებთ თვალს, მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. რაც შეეხება ხათუნა აბაშიძეს, ის მარგველაშვილის ცოლობამდე ფეხბურთელ დავით ყიფიანის მეორე მეუღლე გახლდათ. მასთან საერთო შვილი, გიორგი ყიფიანი ჰყავს. გიორგის საზოგადოება, როგორც რუსკა მაყაშვილის შეყვარებულს, ისე იცნობდა.

როგორც შევიტყვეთ, ხათუნა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში მუშაობდა, თუმცა მარგველაშვილთან დღემდე ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას. სოციალურ ქსელში იმ ბიულეტენის ფოტოც აქვს გამოქვეყნებული, რომელზეც 27 ოქტომბერს "41" შემოხაზა.

როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურ ქორწინებაში მხოლოდ ანას დედასთან იმყოფებოდა, თუმცა პრესა ხათუნა აბაშიძეს პრეზიდენტის მეორე მეუღლედ მოიხსენიებს.

გამარჯვების შემდეგ საზოგადოების ნაწილს ეგონა, რომ ყურადღება მხოლოდ ახალი პრეზიდენტის მიმართ გაიზრდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყურადღების ცენტრში კვლავ მაკა ჩიჩუას პერსონა მოექცა. შესრულებულმა როლმა და ძალიან კარგმა ფილმმა, რომელმაც ქვეყანას წარმატება მოუტანა, თავი ისევ შეახსენა.

ახალი ტალღა დაიწყო და მაკა ჩიჩუას საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოები ფილმიდან ამოღებულმა კადრებმა შეცვალა, სადაც მაკა მსახიობ თორნიკე ბზიავასთან ინტიმურ სცენას თამაშობს. კადრების ამოჭრას და უნებართვოდ გავრცელებას ფილმის რეჟისორის რუსუდან ჭყონიას მხრიდან პროტესტი მოჰყვა და მან განაცხადა, რომ ამ კადრების უკანონოდ გავრცელებისთვის აუცილებლად იჩივლებდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ფოტომონტაჟში გამოყენებულია "სითის" ფოტო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია