"თქვენი დიდი იმედი გვაქვს" - მარგველაშვილის პირველი ინტერვიუ რუსეთის პირველ არხზე

"თქვენი დიდი იმედი გვაქვს" - მარგველაშვილის პირველი ინტერვიუ რუსეთის პირველ არხზე

რუსულ ბიზნესს საქართველოში პრობლემები არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც რუსეთის პირველი არხის პროგრამა Воскресное Времия-ს მისცა.

როგორც საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა რუსულ ტელეარხთან საუბრისას განაცხადა, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობაში ბიზნესის საკითხში არსებობს რეალური შესაძლებლობები. მისივე თქმით, პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსული ბიზნესი აქტიურია საქართველოში და მათთვის ყველა პირობაა შექმნილი თავიანთი ბიზნესის განსავითარებლად.

"რუსულ ბიზნესს საქართველოში პრობლემები არ აქვს. გარდა ამისა, რუსეთის ბაზარზე ბრუნდება ქართული პროდუქცია და ეს ძალიან დიდი პოზიტივია. ჩვენ ასევე ვქმნით ახალ ფორმატს და რუს ბიზნესმენებს სქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას ვაძლევთ, ქვეყანაში რომელსაც თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ექნება ევროპასთან", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც რუსეთის პირველ არხთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველოს ინტეგრაცია და ევროპასთან ასოცირება რუსეთის ინტერესებშიც შედის. მისივე თქმით, ჩრდილოეთით მყოფი სტაბილური ქვეყანა რეალურად ქმნის ურთიეთობების გაღრმავების და სტაბილური განვითარების შესაძლებლობას რუსეთისთვისაც, რომელიც ასევე ძალიან აქტიურია ევროპასთან, რომელიც აქტიურად ავითარებს თავის კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ევროკავშირთან.

"ამ ასპექტში რუსეთისთვის მხოლოდ დადებითს ვხედავთ. ასე რომ ვფიქრობ, აქ გათვალისწინებულია რუსეთის ინტერესებიც", - დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.

რუსეთის ტელეარხთან საუბრისას, საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სამწუხაროდ, საქართველო ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა არ არის, რომ თავს პიარაქციებზე ბევრი ფულის დახარჯვის უფლება მისცეს.

"ვფიქრობ, უახლოეს მომავალში საქართველოს ეკონომიკა უფრო ძლიერი იქნება, როცა შევძლებთ გრანდიოზულ ინაუგურაციაზე დიდძალი თანხების ხარჯვას. ვფიქრობ, ჩვენ შედარებით მოკრძალებული სტანდარტები უნდა დავიცვათ და რეალობასთან ადეკვატურად ვიმოქმედოთ. ეს რეალობა კი ასეთია: ჩვენი ეკონომიკა უნდა განვითარდეს და ჩვენი ურთიერთობა ჩვენს ხალხთან, ჩვენს მეზობლებთან ჩვენი რეალობის ადეკვატური უნდა იყოს. აი, ამისკენ მივდივართ ჩვენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველო ახალარჩეულმა პრეზიდენტმა რუსულ ტელეარხთან ინტერვიუსას ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარე შექმნის იმის შესაძლებლობას, რომ აღდგეს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები. მისივე თქმით, ამ ეტაპზე რუსეთშიც და საქართველოშიც სტაბილური პოლიტიკური სიტუაციაა და ეს კარგი წინაპირობაა იმისათვის, რომ გადაიჭრას რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ყველა საკითხი.

მომზადებულია Воскресное Времия-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა