მაგიდებთან წაკუზული დგომა აკრძალულია - ქართული კომპანიის უცნაური მოთხოვნები თანამშრომლებს

მაგიდებთან წაკუზული დგომა აკრძალულია - ქართული კომპანიის უცნაური მოთხოვნები თანამშრომლებს

მაგიდებთან წაკუზული დგომა აკრძალულია - ეს უცნაური მოთხოვნა "Iphon +"-ის თანამშრომლებმა უნდა შეასრულონ.

"ამბები.ge"-ს ხელში ჩაუვარდა კომპანიის შიდა განაწესი. "Iphon +"-ში თანამშრომლებისთვის სამუშაო საათებში სულ 16 აკრძალვაა დაწესებული.

"Iphon +"-ის შიდა განაწესის მე-9 პუნქტის თანახმად, მაგიდებთან "წაკუზული" დგომა აკრძალულია.

შიდა განაწესის პირველი მოთხოვნა კი პირში დიდი საგნების ჩადებას ეხება. კერძოდ, როგორც პირველ პუნქტშია ნათქვამი, "ტიკტაკზე დიდი საგნის პირში ჩადება სამუშაო პერიოდში აკრძალულია".

შიდა განაწესში ასეთი პუნქტების არსებობა "ამბები.ge"-ს კომპანიაში დაუდასტურეს, განმარტებებიც გააკეთეს, თუმცა ჯარიმების ოდენობა არ დააკონკრეტეს. როგორც ვაკის ფილიალის მენეჯერმა კახა სეფაშვილმა განაცხადა, ორივე მოთხოვნას თავისი ისტორია აქვს.

"ჩვენს კონსულტანტებზე ლეგენდები დადის. მომხმარებლები "ფეისბუქზე" გვწერენ, რომ ჩვენი კონსულტანტების ქცევამ მათზე ემოციურად ძალიან იმოქმედა, აღეგზნენ და თავს ვეღარ იკავებენ ქათინაურებისგან და თუ შეიძლება, რომ ეს აღარ გააკეთონო. ამიტომ ჩავწერეთ ეს პუნქტი და მაგიდებთან წაკუზული დგომა აიკრძალა", - აღნიშნა კომპანიის ერთ-ერთმა მენეჯერმა.

რაც შეეხება ტიკტაკზე დიდი საგნის პირში ჩადების აკრძალვას, კახა სეფაშვილი შიდა განაწესის ამ პუნქტსაც ერთ-ერთ ისტორიას უკავშირებს.

"ერთ-ერთი ჩვენი ცნობილი კონსულტანტი, ათას აიფონზე იწვა. ის მომხმარებლებს ძალიან უყვართ და მისთვის საჩუქრად ტიკტაკი მოჰქონდათ. ამის შემდეგ ჩვენ დავაწესეთ, რომ ტიკტაკზე დიდი საგნის პირში ჩადება არ შეიძლება. ტიკტაკი დაშვებულია, უფრო დიდი საგნის, რაც არ უნდა იყოს, პირში ჩადება show room-ში არ შეიძლება", - განმარტავენ "Iphon +"-ში.

მინდია აფციაური, ამბები.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია