გრა­მა­ტი­კის მო­ძუ­ლე­ე­ბი - "პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ გრა­მა­ტი­კა სა­ერ­თოდ არ უს­წავ­ლი­ათ!"

გრა­მა­ტი­კის მო­ძუ­ლე­ე­ბი - "პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ გრა­მა­ტი­კა სა­ერ­თოდ არ უს­წავ­ლი­ათ!"

ქარ­თუ­ლი ენა, მი­სი გრა­მა­ტი­კა, სას­წავ­ლო დის­ციპ­ლი­ნებს შო­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის კვლავ აქი­ლევ­სის ქუს­ლად რჩე­ბა; მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ერ­თი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, მოს­წავ­ლის რვე­უ­ლი შე­იქ­მნა - აკა­კი შა­ნი­ძის, ლეო კვა­ჭა­ძის, ივა­ნე იმ­ნა­იშ­ვი­ლის "ქარ­თუ­ლი ენის გრა­მა­ტი­კა", ავ­თან­დილ არა­ბუ­ლის "ქარ­თუ­ლი ენის სამ­ყა­რო" და ა.შ. - გა­მო­კითხ­ვი­სას, სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ­ბობს, რომ "ქარ­თუ­ლი გრა­მა­ტი­კა უჭირ­და, არ ეს­მო­და". რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­და­იჭ­რას ეს პრობ­ლე­მა? - ამ სა­კითხ­ზე ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ავ­თან­დილ არა­ბუ­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- და­ბალ კლა­სებ­ში სის­ტე­მუ­რი გრა­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­ა­ღ­მდე­გი ვარ, ეს იმ დრო­ის გად­მო­ნაშ­თი­ა, რო­ცა სის­ტე­მუ­რი გრა­მა­ტი­კა რუ­სუ­ლი გრა­მა­ტი­კის სტან­დარ­ტით ის­წავ­ლე­ბო­და და ძალ­ზე ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან, მე­ო­რე-­მე­სა­მე კლა­სი­დან იწყ­ე­ბო­და, რაც არას­წო­რი მიდ­გო­მაა და, ­რაც მთა­ვა­რი­ა, ბავ­შვებ­ში გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს; კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ისი­ნი წე­სებს მხო­ლოდ იზე­პი­რე­ბენ, არსს ვერ იგე­ბენ და გრა­მა­ტი­კის მო­ძუ­ლე­ე­ბად ყა­ლიბ­დე­ბი­ან, მე-4-5 კლა­სელს ცხა­დი­ა, უჭირს მორ­ფო­ლო­გი­ი­სა და სინ­ტაქ­სის, ზმნი­სა და შე­მას­მენ­ლის გარ­ჩე­ვა; ქარ­თუ­ლი ენა გრა­მა­ტი­კას­თან არ უნ­და იგივ­დე­ბო­დეს, მით უმე­ტეს, რომ მშობ­ლი­ური ენის გრა­მა­ტი­კას, უცხო ენის გრა­მა­ტი­კის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბავ­შვი ენის ად­გმას­თან ერ­თად ით­ვი­სებს, არ სჭირ­დე­ბა რთუ­ლი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის დას­წავ­ლა. წიგ­ნი­ერ, ლი­ტე­რა­ტუ­რულ ქარ­თულს მო­ზარ­დი მა­ინც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­სტე­ბით სწავ­ლობს და არა გრა­მა­ტი­კის წე­სე­ბის ზე­პი­რად სწავ­ლით. დად­გე­ნი­ლი­ა, რომ მე-4-5 კლა­სე­ლე­ბი ცნე­ბებს ვერ აღიქ­ვა­მენ და კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბის გან­ზო­გა­დე­ბა უჭირთ, ამი­ტომ მი­მაჩ­ნი­ა, რომ ამ კლა­სებ­ში მე­ტი ყუ­რადღ­ე­ბა პრაქ­ტი­კულ სა­ვარ­ჯი­შო­ებს უნ­და და­ეთ­მოს, ხო­ლო სის­ტე­მუ­რი გრა­მა­ტი­კა მა­ღალ კლა­სებ­ში ვას­წავ­ლოთ. ენის სწავ­ლე­ბა მარ­ტო გრა­მა­ტი­კა არ არის. პრობ­ლე­მაა ისიც, რომ სკო­ლა­ში ქარ­თული ენისა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გაკ­ვე­თი­ლებს კვი­რა­ში 2 სა­ა­თი მო­აკ­ლდა, ძი­რი­თა­დად, გრა­მა­ტი­კის ხარ­ჯზე, ასე­თი­ა, სამ­წუ­ხა­როდ, ზო­გი­ერ­თი მას­წავ­ლებ­ლის არ­ჩე­ვა­ნი. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პე­და­გოგ­თა ნა­წი­ლი და­უბ­რუნ­და სქო­ლას­ტი­კურ გრა­მა­ტი­კას - შა­ნი­ძეს, კვა­ჭა­ძეს, რომ­ლი­თაც თა­ო­ბებ­მა ის­წავ­ლეს, მაგ­რამ ახ­ლა სწავ­ლე­ბის სხვა სის­ტე­მა­ა, ზოგ­მა გრა­მა­ტი­კა სა­ერ­თოდ უარ­ყო, და შე­დე­გი ისა­ა, რომ მყავს სტუ­დენ­ტე­ბი, პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ გრა­მა­ტი­კა სა­ერ­თოდ არ უს­წავ­ლი­ათ! დღეს ხში­რად ამ­ბო­ბენ - გრა­მა­ტი­კა არ ის­წავ­ლე­ბა, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი არ გვაქ­ვსო, თუმ­ცა ასე არ არის - არ­სე­ბობს სტან­დარ­ტი, პროგ­რა­მე­ბი, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს თან ახ­ლავს პრაქ­ტი­კუ­ლი გრა­მა­ტი­კის რვე­უ­ლე­ბი. ვფიქ­რობ, თუ ის მოკ­ლე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბი აღ­დგე­ბა, ეს ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს და­ა­ვალ­დე­ბუ­ლებს, მოს­წავ­ლე­ებს გრა­მა­ტი­კა ას­წავ­ლოს. ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი ნა­კითხ­ე­ბი არ არი­ან არა იმი­ტომ, რომ გრა­მა­ტი­კა არ იცი­ან, არა­მედ იმი­ტომ, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტექ­სტებს არ იც­ნო­ბენ­. გრა­მა­ტი­კა არის მა­სა­ლა, რო­მელ­საც ვერ გა­მო­ი­ყე­ნებ, თუ სა­ფუძ­ვე­ლი არ გაქვს, ის მშვე­ნი­ე­რი შე­ნო­ბა­ა, რომ­ლის არ­ქი­ტექ­ტუ­რა მოს­წავ­ლეს მა­შინ უნ­და და­ა­ნახო, ას­წავ­ლო, რო­ცა ამის აღ­ქმის უნა­რი ექ­ნე­ბა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია