კარი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს იცავს

კარი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს იცავს

შენობას, სადაც ამიერკავკასიაში ყველაზე დაცული საცავი მდებარეობს, დაცვის უპრეცედენტოდ მაღალი ზომების გამო გარე პერიმეტრზე ერთი ფანჯარაც არა აქვს

- ალბათ, სხვადასხვა დაწესებულებაში არცთუ იშვიათად შეხვედრიხართ ასეთ აბრას. თუმცა, აკრძალული ხილის არ იყოს, ადამიანს ყველაზე მეტად სწორედ ის აინტერესებს, რაც დახურულ კარს მიღმა ხდება. გადავწყვიტეთ, ახალი რუბრიკით - "შესვლა აკრძალულია!" - თქვენთვის დახურული დაწესებულებების კარი გავაღოთ და შეგახედოთ იქ, სადაც უცხო პირთა შესვლა კატეგორიულად იკრძალება.

არსებობს არაერთი დახურული დაწესებულება, სადაც არათუ უცხო პირი, სპეციალური ნებართვის გარეშე ჩიტიც ვერ შეფრინდება. ფული, ოქროს ზოდები და სხვა ფასეულობა - განძი, რომელიც ეროვნული ბანკის საცავშია დაცული, მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის არის ხელშესახები; შენობას კი, სადაც ამიერკავკასიაში ყველაზე დაცული საცავი მდებარეობს, დაცვის უპრეცედენტოდ მაღალი ზომების გამო გარე პერიმეტრზე ერთი ფანჯარაც არა აქვს.

"საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი" - ასე ჰქვია დაწესებულებას, სადაც შარშან ძველი შენობიდან ეროვნული ბანკის საცავი გადმოიტანეს. თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური უსაფრთხოების სისტემების გამო, ეს საქართველოში ყველაზე უსაფრთხო ადგილია ფასეულობის შესანახად. ეროვნული ბანკის საცავში დაცულია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო პირთა ქონება.

უამრავი სათვალთვალო კამერა, უსაფრთხოების რამდენიმე ზონა, ჯავშნიანი მინები და კარები - ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაშვილი გვიხსნის, რომ ახალი საკასო ცენტრი სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და მუშაობს ტექნოლოგიებით, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკები იყენებენ. შენობაში ფოტო და ვიდეოგადაღება მხოლოდ სპეციალური ნებართვით არის შესაძლებელი და ამ შემთხვევაშიც რამდენიმე შეზღუდვა მოქმედებს - არ უნდა ჩანდეს საინკასაციო მანქანის სახელმწიფო ნომერი და შენობაში ფანჯრების მდებარეობა.

საქართველოს ყველა კომერციული ბანკის საინკასაციო მანქანის მიღება სწორედ ამ ცენტრში ხდება. შემოწმების შემდეგ, ნაღდი ფულით დატვირთული საინკასაციო მანქანა შენობაში შედის. ფულს სპეციალურ მეტალის კონტეინერებში აწყობენ, ურიკებზე დებენ და უფრო მაღალი უსაფრთხოების ზონაში გადააქვთ, სადაც ითვლიან და ახარისხებენ.

საინკასაციო ცენტრის ყველა ზონაში შესვლის უფლება თანამშრომლებსაც კი არა აქვთ. ისინი, ვისაც ფულთან უშუალო შეხება აქვთ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრლებამდე პირად ნივთებს სპეციალურად გამოყოფილ ოთახში ტოვებენ.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ სიუჟეტი PalitraTV.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია