ზუგდიდში პატრულის თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს

ზუგდიდში პატრულის თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს

ზუგდიდში პოლიციის თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ზუგდიდიდან იტყობინება, უცნობმა პირებმა მას ყური მოაჭრეს, სცემეს, საპატრულო პოლიციის ფორმა გახადეს და ადგილზე დატოვეს.

შემთხვევა ზუგდიდში კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, დაპირისპირება უცნობ პირებსა და პატრულის თანამშრომელს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

დაჭრილი პოლიციელი ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ