ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტი თბილისში კა­ტე­ბის გა­მო

ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტი თბილისში კა­ტე­ბის გა­მო

83 წლის იუ­ლია სმირ­ნო­ვას, რო­მელ­საც ორი შვი­ლი, შვი­ლიშ­ვი­ლი და შვილ­თაშ­ვი­ლი ჰყავს, ოჯა­ხის წევ­რებ­თან უსი­ა­მოვ­ნე­ბა აქვს, რად­გან 13 კა­ტას­თან ერ­თად ცხოვ­რობს და საყ­ვა­რე­ლი ცხო­ვე­ლე­ბის დათ­მო­ბას სიკ­ვდი­ლამ­დე არ აპი­რებს - მი­იჩ­ნევს, რომ ისი­ნი მი­სი მკურ­ნა­ლი ექი­მე­ბი არი­ან. კონ­ფლიქ­ტმა იმ­დე­ნად მწვა­ვე სა­ხე მი­ი­ღო, რომ ბი­ნაც კი ორად გა­ი­ყო...

- ორი შვი­ლი მყავს, ბი­ჭი რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს, გო­გო - აქ. 5 წე­ლია ოჯა­ხის წევ­რებს არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბი. ბი­ნა გავ­ყა­ვით. კა­ნო­ნით 27 კვ. მეტ­რი მე­კუთ­ვნის, მაგ­რამ 20 კვმ ოთახ­ში ვცხოვ­რობ. ჩემს ოთახ­ში რომ შე­ვი­დე, მა­თი ოთა­ხის გავ­ლა მი­წევს, მაგ­რამ ისე გავ­დი­ვარ, მა­თი ოთა­ხის­კენ არც კი ვი­ყუ­რე­ბი.

- რა გახ­და ამის მი­ზე­ზი?

- მე­უბ­ნე­ბი­ან, კა­ტე­ბი ცხო­ველ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში ჩა­ა­ბა­რე, სახ­ლში სი­ბინ­ძუ­რე­ა­ო, არა­და, ჩე­მი კა­ტე­ბი არა­ვის აწუ­ხე­ბენ, ოთა­ხი­და­ნაც კი არ გა­მო­დი­ან, შვი­ლე­ბი­ვით ვუვ­ლი. ერ­თი იმათ ოთახ­ში შე­დით და ნა­ხეთ, თუ უკე­თე­სი სუ­ნი­ა! სამ­ზა­რე­უ­ლო ვირ­თხე­ბი­თაა სავ­სე, რა, კა­ტებს ვირ­თხე­ბი ჯო­ბი­ა?

- კა­ტე­ბის წარ­თმე­ვა თუ მო­ინ­დო­მეს, რას იზამთ?

- მე­მუქ­რე­ბი­ან წა­გარ­თმევ­თო, მაგ­რამ აბა ერ­თი წა­მარ­თვან! ნევ­რო­ზის­გან განმკურ­ნეს და მა­თი წყა­ლო­ბით წნე­ვაც აღარ მა­წუ­ხებს. მე რომ მოვ­კვდე­ბი, ჩემ­მა შვი­ლებ­მა რაც უნ­დათ, ის ქნან, მაგ­რამ სა­ნამ ცოცხ­ა­ლი ვარ, ჩე­მი კა­ტე­ბი ჩემ­თან დარ­ჩე­ბი­ან.

მაკა ქობალია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია