ზვიად სიჭინავა: სად­მე მო­ი­ძებ­ნე­ბა ჩე­მი ად­გი­ლი, თუ არა და, დავ­ბრუნ­დე­ბი რუ­სეთ­ში

ზვიად სიჭინავა: სად­მე მო­ი­ძებ­ნე­ბა ჩე­მი ად­გი­ლი, თუ არა და, დავ­ბრუნ­დე­ბი რუ­სეთ­ში

უე­ფას მო­რი­გი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვას თქმით, სფფ-ში მი­სი ოთხ­წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ყვე­ლა­ზე ნა­ყო­ფი­ე­რი ვი­ზი­ტი გახ­ლდათ.

ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ამ­ხი­ლა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მი ძა­ლი­ან მა­გა­რი სა­ფეხ­ბურ­თო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შან­სი ეძ­ლე­ვა, თუმ­ცა, რად­გან დე­ტა­ლე­ბის და­ზუს­ტე­ბამ­დე ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის პირ­ველ­კა­ცი და­კონ­კრე­ტე­ბის­გან თავს იკა­ვებს, ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ 2014 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლის შე­ფა­სე­ბით და­ვიწყ­ეთ:

- მე­ოთხე ად­გი­ლით კმა­ყო­ფი­ლი ვე­რა­ვინ იქ­ნე­ბა. ასე რომ, ნაკ­რე­ბის გა­მოს­ვლას მეც ძა­ლი­ან უარ­ყო­ფი­თად ვა­ფა­სებ! დი­ახ, რთუ­ლი ჯგუ­ფი იყო, მაგ­რამ ხომ გვქონ­და მე­სა­მე ად­გილ­ზე გას­ვლის შან­სი?

- მწვრთნე­ლის მუ­შა­ო­ბით ხართ უკ­მა­ყო­ფი­ლო თუ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბით?

- შე­დე­გით... ვი­ცი, ახ­ლა რაც უნ­და მკითხ­ოთ და პირ­და­პირ გეტყ­ვით: ჩვენც ვე­ლით თე­მურ ქეც­ბა­ი­ას ჩა­მოს­ვლას. უპირ­ვე­ლე­სად, ნაკ­რე­ბის თავ­კაც­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და გულ­შე­მატ­კივ­რებს უნ­და გას­ცეს პა­სუ­ხი ყვე­ლა კითხ­ვა­ზე, მე­რე თა­ვის სიტყ­ვას ფე­დე­რა­ცი­აც იტყ­ვის.

- ერ­თი თვე­ა, ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­მო­სუ­ლა და არც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს პა­სუ­ხობს. ეს სწო­რი საქ­ცი­ე­ლი­ა?

- რა თქმა უნ­და, არა. გულ­შე­მატ­კი­ვარ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია მწვრთნელს სწო­რედ მას­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით უნ­და ჰქონ­დეს. ამი­ტო­მაც ყვე­ლა მატ­ჩის შემ­დეგ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სრულ­ყო­ფი­ლი ანა­ლი­ზი და პა­სუ­ხი ყვე­ლა კითხ­ვა­ზე.

- თე­მურ ქეც­ბაია სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს მო­მა­ვალ შე­სარ­ჩევ ციკ­ლშიც უხელ­მძღვა­ნე­ლებს?

- დღეს მას ნაკ­რებ­თან კონ­ტრაქ­ტი აკავ­ში­რებს... ფე­დე­რა­ცი­ამ მწვრთნე­ლებ­სა და ფეხ­ბურ­თე­ლებს მუ­შა­ო­ბის­თვის ყვე­ლა პი­რო­ბა შე­უქ­მნა და ბუ­ნებ­რი­ვი­ა, შე­კითხ­ვე­ბი ჩვენც გვაქვს: რა არ გა­ვა­კე­თეთ, შე­დე­გი უკე­თე­სი რომ ყო­ფი­ლი­ყო, რა არ გა­ა­კე­თეს მწვრთნელ­მა, ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა და ა.შ.?

ეს­პა­ნეთ­თან მატ­ჩის შემ­დეგ ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი არც მე მი­ნა­ხავს. იმე­დი­ა, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ჩა­მო­ვა და თა­ვის არ­გუ­მენ­ტებს გაგ­ვაც­ნობს.

- კონ­ტრაქ­ტში არ არის და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი, რა მი­ზა­ნი და­უ­სა­ხეთ მწვრთნელს და პა­სუხს რო­გორ მოს­თხოვთ? ეს არ არის ფე­დე­რა­ცი­ის შეც­დო­მა?

- და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი არ არის, მაგ­რამ შე­დე­გი ყო­ველ­თვის სა­ჭი­რო­ა. ორი წლის წინ, რო­ცა ქეც­ბა­ი­ას კონ­ტრაქ­ტი გა­ვუგ­რძე­ლეთ, მიზ­ნებ­ზეც ვი­ლა­პა­რა­კეთ: ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის და­წი­ნა­უ­რე­ბა და გუნ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რო­მე­ლიც 2016 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლას შეძ­ლებს...

- მი­გაჩ­ნი­ათ, რომ ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი მო­მავ­ლის გუნდს?

- რო­ცა ჩა­მო­ვა, შე­გიძ­ლი­ათ, ეს თე­მურ ქეც­ბა­ი­ას ჰკითხ­ოთ.

იხილეთ სტატია სრულად

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო