რეცეპტი, რომლის მიხედვით მომზადებულმა საკვებმა 61 სამხედრო მოწამლა (ექსკლუზივი)

რეცეპტი, რომლის მიხედვით მომზადებულმა საკვებმა 61 სამხედრო მოწამლა (ექსკლუზივი)

მაკარონი ფლოტურად – ეს სწორედ ის კერძია, რომლის ჭამის შემდეგაც გუშინ 61 სამხედროს მსუბუქი დიარეა დაემართა. Ambebi.ge-სთვის ცნობილია მზარეულის შეცდომა, რამაც ჯარისკაცების მოწამვლა გამოიწვია. როგორც ირკვევა, მზარეულმა რეცეპტი თვითნებურად შეცვალა, რადგან ივარაუდა, რომ მომზადებული კერძი ზედმეტად მშრალი იყო. მან გადაწყვიტა, ძროხის ხორცით გამზადებული მაკარონისთვის ქათმის ბულიონიც დაემატებინა. შედეგად, კერძში ცხიმიანობამ ზომაზე მეტად მოიმატა.

ზედმეტი მონდომებისთვის მზარეული უკვე დაითხოვეს. გავრცელებული ინფორმაციით,  ის გამოცდილი მზარეული იყო და ამ სფეროში უკვე ხუთი წელია მუშაობს.

ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში სამხედრო მოსამსახურეები გუშინ მოიწამლნენ. აღნიშნულ საკითხზე შპს "ქართული კვების კომპანიამ" განცხადება უკვე გაავრცელა.

"ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში გუშინ, 61-მა სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო ნაწილის სამედიცინო პუნქტს ერთჯერადი ჩივილებით მიმართა. სამხედრო პოლიციამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა. საქმეზე დაწყებულია მოკვლევა. დადასტურებულია, რომ ეს იყო მსუბუქი დიარეა. ინტოქსიკაციას ან მოწამვლის რაიმე მძიმე ფორმას ადგილი არ ქონია. არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს არ დაჭირვებია არანაირი ფორმის სამედიცინო დახმარება. ადგილზე შემოწმების შემდეგ სამხედროები დაუბრუნდნენ საწვრთნელ პოლიგონს. გამოძიების პირველადი მონაცემებით, იკვეთება მზარეულის დაუდევრობა საკვების მომზადებისას. მზარეული, რომლის დაუდევრობაც იკვეთება, "ქართული კვების კომპანიიდან" უკვე დათხოვნილია", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ნათია კიკვაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია