"დამეხმარეთ გთხოვ, დამეხმარეთ ფლიზ" - ფერადკანიანი მათხოვარი დღეს დახმარებას სავარაუდოდ უკვე რომელიმე განყოფილებიდან გამოსაშვებად მოითხოვს. ის რუსთაველის გამზირზე დააკავეს სამართალდამცველებმა. იქ მყოფების ინფორმაციით, დაკავებული ყვიროდა და პატრულის ეკიპაჟს ქვა ესროლა. თავად პატრულის თანამშრომლებმა ინფორმაციის გაცემისგან თავი შეიკავეს. მათ არც დაკავებულის სახელი, გვარი და წარმომავლობა დაასახელეს.