სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვიუ - "ა­ხა­ლა­ი­ას შეწყ­ა­ლე­ბის ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე, თვით­მკვლე­ლო­ბა ვცა­დე"

სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვიუ - "ა­ხა­ლა­ი­ას შეწყ­ა­ლე­ბის ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე, თვით­მკვლე­ლო­ბა ვცა­დე"

პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა წას­ვლამ­დე ორი კვი­რით ად­რე ბა­ჩო ახა­ლაია ე.წ. ცი­ხის ბუნ­ტის საქ­მე­ზე შე­იწყ­ა­ლა. კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტად შე­რაცხ­ი­ლი ლე­ვან ცინ­დე­ლი­ა­ნი 2007 წლის 27 მარტს პა­ტი­მარ­თა მას­შტა­ბურ ამ­ბო­ხე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლეს და 12 წლით აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ამ­ჟა­მად ის ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლია და ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრში გა­დის მკურ­ნა­ლო­ბის კურსს.

ლე­ვან ცინ­დე­ლი­ა­ნი:

- ამ მა­ნი­ა­კე­ბის შეწყ­ა­ლე­ბა, სხვა სა­ხელს ვერც ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას ვუ­წო­დებ და ვერც რე­ვაზ ჭარ­ბა­ძეს (ა­ხა­ლა­ი­ას­თან ერ­თად ცი­ხის ბუნ­ტის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მელ­საც და­უს­წრებ­ლად ჰქონ­და პა­ტიმ­რო­ბა შე­ფარ­დე­ბუ­ლი. პრე­ზი­დენ­ტმა ისიც შე­იწყ­ა­ლა და ვახ­ტანგ გორ­გას­ლის ორ­დე­ნი­თაც და­ა­ჯილ­დო­ვა), დი­დი უსა­მარ­თლო­ბა­ა. მათ უამ­რა­ვი პა­ტი­მა­რი ჰყავთ ნა­წა­მე­ბი, მათ შო­რის მეც. რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და მა­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა? ამის გამ­გო­ნეს ან ჯავ­რის­გან უნ­და გა­გის­კდეს გუ­ლი, ან შუ­რი უნ­და იძიო მათ­ზე. რო­დე­საც ახა­ლა­ი­ას შეწყ­ა­ლე­ბის ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, უი­მე­დო­ბი­სა და უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდამ დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­მაგ­დო და თვით­მკვლე­ლო­ბა ვცა­დე - პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, ექი­მის მი­ერ და­ნიშ­ნუ­ლი ან­ტი­დეპ­რე­სან­ტის 40 აბი ერ­თად დავ­ლი­ე, გა­მოღ­ვი­ძე­ბა აღარ მინ­დო­და. 20 დღე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი, ერ­თი კვი­რა­ა, რაც ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში ვმკურ­ნა­ლობ. ღვთის წყა­ლო­ბით, გა­დავ­რჩი... 2005 წელს და­მი­ჭი­რეს. ერთ ცნო­ბილ პი­როვ­ნე­ბას, თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს, ჩა­უ­დეს ნარ­კო­ტი­კი. მის კორ­პუს­თან თურ­მე რე­ი­დი ტარ­დე­ბო­და. მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან მი­ვე­დი, რო­მე­ლიც გვერ­დით სა­დარ­ბა­ზო­ში ცხოვ­რობს, რა დრო­საც სოდ­-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­მა­კა­ვეს და მითხ­რეს - ამ ადა­მი­ა­ნის­გან ნარ­კო­ტიკს ყი­დუ­ლობ­დი­ო, არა­და, ის კა­ცი მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზორ­ში მყავ­და ნა­ნა­ხი (ის კა­ცი ახ­ლა ბე­რად აღიკ­ვე­ცა და მო­ნას­ტერ­ში­ა) და რა თქმა უნ­და, ვი­უ­ა­რე. სოდ­-ის ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა თქვა ჩემ­ზე, კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტია და ესეც და­ვი­ჭი­რო­თო. სა­მი დღე მო­დულ­ში მამ­ყო­ფეს და მა­ი­ძუ­ლებ­დნენ, იმ კა­ცის­თვის და­მე­დო ხე­ლი, სა­ნაც­ვლოდ შემ­პირ­დნენ - გა­გიშ­ვებთ და პრე­მი­ა­საც მოგ­ცემ­თო. ცი­ხე­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს და ოქ­მებ­ზე ხე­ლის მო­წე­რას მა­ი­ძუ­ლებ­დნენ. 2 აბი სუ­ბო­ტექ­სიც ჩა­მი­დეს და მითხ­რეს, საპ­რო­ცე­სოს გა­გი­ფორ­მებთ, 10 000 ლარს გა­და­იხ­დი და გა­მოხ­ვა­ლო, მომ­ცეს ან­გა­რი­შის ნო­მე­რიც. რომ არ დავ­თან­ხმდი, თვი­თონ მო­ა­წე­რეს ხე­ლი გა­ყალ­ბე­ბულ სა­ბუ­თებ­ზე, თით­ქოს ვა­ღი­ა­რებ­დი, რომ ჯი­ბე­ში ნარ­კო­ტი­კი მე­დო. პრო­კუ­რო­რი მე­უბ­ნე­ბო­და, კო­დუ­ა (­სოდ­-ის მა­შინ­დე­ლი უფ­რო­სი) დაგ­ვი­ჭერს, თუ ეს სა­ბუ­თე­ბი არ დავ­დე­თო. სოდ­-ის და­კა­ვე­ბუ­ლის გა­მარ­თლე­ბა იმ დროს ჰა­რა­კირს ნიშ­ნავ­და. ად­ვო­კა­ტი შე­მო­მიგ­ზავ­ნეს, რო­მელ­მაც მითხ­რა, სა­ბუ­თე­ბის საქ­მე არ გა­ახ­მა­უ­რო და საპ­რო­ცე­სოს გა­გი­ფორ­მებთ, 10 000 გა­და­რიცხ­ავ და სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­მო­გიშ­ვებ­თო და მეც დავ­თან­ხმდი. ეს მოხ­და პა­რას­კევს, ორ­შა­ბა­თის­თვის კი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი იყო ჩა­ნიშ­ნუ­ლი. იმ­ხა­ნად სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ვი­წე­ქი, ვი­ნა­ი­დან და­კა­ვე­ბი­დან ორ თვე­ში C ჰე­პა­ტი­ტი აღ­მო­მაჩ­ნდა. 26 მარტს, ღა­მის 12 სა­ათ­ზე, "რეს­ბალ­ნი­ცის" თა­ნამ­შრო­მელ­მა იმე­და ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა და­მი­ძა­ხა, უფ­რო­სის (მალ­ხაზ სი­ნა­უ­რი­ძის) კა­ბი­ნეტ­ში ჩა­მო­დი, დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან არი­ან მო­სუ­ლე­ბი­ო. ეზო უნ­და გა­მევ­ლო და ისე შევ­სუ­ლი­ყა­ვი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბა­ში. ეზო სავ­სე იყო 200-მდე ნიღ­ბი­ა­ნი სპეც­რაზ­მე­ლით. ამის და­ნახ­ვა­ზე გულ­მა რეჩხი მი­ყო. უფ­რო­სის კა­ბი­ნეტ­ში დამ­ხვდნენ ახა­ლა­ი­ა, ჭა­კუ­ა, ჭარ­ბა­ძე, ქარ­და­ვა, სი­ნა­უ­რი­ძე და სა­მო­ქა­ლა­ქო­ფორ­მი­ა­ნი 15 პი­რი. ზუ­რა ვიბ­ლი­ა­ნი და გი­ორ­გი ავა­ლი­ა­ნიც იქ ჰყავ­დათ. ვიბ­ლი­ანს მა­ნამ­დეც ვიც­ნობ­დი, ჭუ­ბე­რე­ლი­ა, ჩე­მი თა­ნა­სოფ­ლე­ლი. ვხე­დავ, ერ­თი პა­ტი­მა­რი უზით სკამ­ზე, თმას აჭ­რი­ან და ჯი­ბე­ში უწყ­ო­ბენ. მე­რე გა­ვი­გე, რომ ის პლა­ტონ მა­მარ­დაშ­ვი­ლი იყო. ახა­ლაია მი­ად­გა ავა­ლი­ანს და უწ­მა­წუ­რი სიტყ­ვე­ბით შე­უ­რაცხ­ყო, მან კი მა­შინ­ვე ხე­ლი და­არ­ტყა, ახა­ლაია მა­გი­და­ზე და­ვარ­და და თან ჩა­ი­ტა­ნა. ჭარ­ბა­ძე ვი­დე­ო­კა­მე­რით იღებ­და ყვე­ლა­ფერს. ვიბ­ლი­ა­ნი მე­გის ქარ­და­ვას ახ­რჩობ­და, ძლივს გა­აგ­დე­ბი­ნეს ხე­ლი­დან, მე­რე სპეც­რაზ­მე­ლე­ბი შე­მოც­ვივ­დნენ რკი­ნის ხელ­კე­ტე­ბით და ვიბ­ლი­ანს ისე ურ­ტყეს, და­ა­ინ­ვა­ლი­დეს. ახა­ლა­ი­ამ ია­რა­ღი ამო­ი­ღო და პირ­და­პირ სა­ხე­ში გვირ­ტყამ­და. შემ­დეგ ეზო­ში გა­მოგ­ვათ­რი­ეს, პა­ტიმ­რებს მკვდრე­ბი ვე­გო­ნეთ და ცი­ხეს მღელ­ვა­რე­ბა მო­ე­დო, "რეს­ბალ­ნი­ცას" და მე-5 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­საც გა­და­ე­დო, პა­ტიმ­რე­ბის ხმა­ურ­ზე სპეც­რაზ­მე­ლე­ბი შეც­ვივ­დნენ და ჩა­ხო­ცეს ხალ­ხი. ოფი­ცი­ა­ლუ­რად 7 გარ­დაც­ვლი­ლი გა­მო­აცხ­ა­დეს და სი­ნამ­დვი­ლე­ში რამ­დე­ნი იყო, ღმერ­თმა უწყ­ის.

- სა­ა­კაშ­ვილ­მა გან­მარ­ტე­ბა­ში, რო­მე­ლიც შეწყ­ა­ლე­ბას და­ურ­თო, აღ­ნიშ­ნა, რომ კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტე­ტებ­მა ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­უ­ყე­ნეს ახა­ლა­ი­ას, ჩვენს შე­ვიწ­რო­ე­ბას შე­ეშ­ვით, თო­რემ სი­ტუ­ა­ცი­ას აგი­რევთო და არი­ეს კი­დე­ცო.

- ასე­თი რამ საქ­მე­შიც არ წე­რი­ა. თუ ასე იყო, რა­ტომ არ ჩა­წე­რეს? ყო­ველ ღა­მე, 12 სა­ათ­ზე, ახა­ლა­ი­ა­სა და ჭა­კუ­ას დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში ჩავ­ყავ­დი და მა­ი­ძუ­ლებ­დნენ მე­ღი­ა­რე­ბი­ნა, რომ ცი­ხე­ში ბუნ­ტი მზად­დე­ბო­და. ბა­ჩო ახა­ლაია მე­უბ­ნე­ბო­და, თუ და­თან­ხმდე­ბი, გა­მო­გიყ­ვან, ჩემს გვერ­დით მე­ყო­ლე­ბი, ჩე­მი ძა­ლა­უფ­ლე­ბა გა­ნუ­საზღ­ვრე­ლი­ა, ბუზს ვე­რა­ვინ აგიფ­რენს, თუ არა­და, ისე­დაც კვდე­ბი (იმ ღა­მის შემ­დეგ ოთხი ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თეს - ნაღ­ვლის ბუშ­ტი ამო­მი­ღეს, დი­აფ­რაგ­მა მქონ­და გა­ხე­უ­ლი, სა­ხის ზე­და ყბა ჩა­მინ­გრი­ეს, თავ­ში ჩირ­ქი ჩა­მიდ­გა), ბევ­რი ოპე­რა­ცია გჭირ­დე­ბა, არც სცე­ნა­რის დად­გმა გა­მი­ჭირ­დე­ბა, რომ თა­ვი ჩა­მო­იხ­რჩო ან ვე­ნე­ბი გა­და­იჭ­რა, და­ფიქ­რდი, თუ იმას არ ილა­პა­რა­კებ, რა­საც ჩვენ გთა­ვა­ზობთ, 22 წელს მოგ­ცემ და ამა­სო­ბა­ში მოკ­ვდე­ბი­ო. რაც არ მომ­ხდა­რა, რა მე­ღი­ა­რე­ბი­ნა?

- კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი მარ­თლა იყა­ვით?

- ამა­ზე ბა­ჩოს ვე­უბ­ნე­ბო­დი, ქურ­დო­ბა რომ მნდო­მო­და, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წა­ვი­დო­დი და იუ­რი­დი­ულ­ზე ჩა­ვა­ბა­რებ­დი-­მეთ­ქი?

- რის­თვის სჭირ­დე­ბო­და ახა­ლა­ი­ას ბუნ­ტის სცე­ნა­რი?

- ახა­ლაია რომ და­ნიშ­ნეს დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რედ და ქუ­თა­ის­შიც, რუს­თავ­შიც და ზუგ­დიდ­შიც ხალ­ხი ცე­მა­ში შე­მო­აკ­ვდათ, ახა­ლა­ი­ამ მა­მარ­დაშ­ვილს და­ა­ვა­ლა, ვინ­მე პა­ტი­მარს შეხ­ვდი, უთხ­ა­რი, თა­ვი და­ი­ზი­ა­ნოს, მე­რე მო­ლაშ­ვილ­მა და მირ­ცხუ­ლა­ვამ და­რე­კონ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, ეს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი პა­ტი­მა­რი გა­მო­ვი­დეს ტე­ლე­ვი­ზი­ით და თქვას, რომ ახა­ლა­ი­ამ მცე­მა და მა­წა­მა­ო. იმ ცნო­ბილ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში მა­მარ­დაშ­ვი­ლი ბა­ჩოს მი­თი­თე­ბით აძ­ლევს და­ვა­ლე­ბას პა­ტი­მარს. მე­რე, რო­ცა ის პა­ტი­მა­რი იტყ­ო­და, ბა­ჩომ მა­წა­მა­ო, ახა­ლაია ამ ჩა­ნა­წერს გა­მო­ი­ტან­და და იტყ­ო­და, აი, ზუგ­დი­დის, რუს­თა­ვი­სა და ქუ­თა­ი­სის ცი­ხე­ებ­შიც ასე მო­მიწყ­ვეს, ტყუ­ილს მაბ­რა­ლე­ბე­ნო და ხალ­ხის თვალ­ში მი­სი და­ნა­შა­უ­ლი ასე გა­ქარ­წყლდე­ბო­და.

სხვა­თა შო­რის, ჩემს გა­მოს­ვლამ­დე 9 დღით ად­რე ბა­ჩო ახა­ლაია მო­იყ­ვა­ნეს მე-­7-ში და იმ სა­კან­ში ჩას­ვეს, სა­დაც მი­სი მი­თი­თე­ბით მა­წა­მებ­დნენ. ჩემს მო­პირ­და­პი­რე სა­კან­ში იჯ­და და ვუ­ყუ­რებ­დი.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ