ღა­რი­ბაშ­ვი­ლის წი­ნა­მორ­ბედ­ნი - სი­გუ­ა­დან ივა­ნიშ­ვი­ლამ­დე

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის წი­ნა­მორ­ბედ­ნი - სი­გუ­ა­დან ივა­ნიშ­ვი­ლამ­დე

გვსურს გა­ვიხ­სე­ნოთ პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრე­ბი, რო­მელ­თაც ჩვენს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში ან მო­ა­ხერ­ხეს გარ­კვე­უ­ლი კვა­ლის და­ტო­ვე­ბა, ანაც - ვე­რა. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საკ­მა­ოდ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნას ორი პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრი ჰყავ­და: 1990 წლის 15 ნო­ემ­ბრი­დან 1991 წლის 18 აგ­ვის­ტომ­დე ეს პოს­ტი ეკა­ვა თენ­გიზ სი­გუ­ას. 1991 წლის აგ­ვის­ტო­ში პრემიერი გახდა ბე­სა­რი­ონ გუ­გუშ­ვილ­ი, 1993 წლის აგ­ვის­ტო­ში, შე­ვარ­დნა­ძის შე­თა­ვა­ზე­ბით ქვეყ­ნის პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა კი­დევ ერ­თმა, ოთარ ფა­ცა­ცი­ამ, რო­მე­ლიც პოს­ტზე 1995 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე იყო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ქვეყა­ნა­ში უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო, სწო­რედ ამ რთუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სიმ­ბო­ლოდ სა­პარ­ლა­მენ­ტო გან­ხილ­ვი­სას ერ­თ-ერ­თმა დე­პუ­ტატ­მა ფა­ცა­ცი­ას წი­წა­კა აჩუ­ქა. იმა­ვე გან­ხილ­ვა­ზე ფა­ცა­ცი­ას სას­არგებ­ლო­დაც გა­ის­მა არ­გუ­მენ­ტი, რომ ის კარ­გი მო­ქე­ი­ფე და პუ­რის­მჭა­მე­ლი კა­ცი იყო. 2004 წელს ხორ­ცი­ელ­დე­ბა ახა­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი და კვლავ ჩნდე­ბა პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის პოს­ტი. მას იკა­ვებს რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ტრი­უმ­ვი­რა­ტის ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი წევ­რი ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში ის ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი ბე­დის პრე­მი­ე­რი­ა, ჟვა­ნი­ას 2005 წლის 3 თე­ბერ­ვალს გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვლილს პო­უ­ლო­ბენ. ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ეს პოს­ტი და­ი­კა­ვა მი­სი გუნ­დის წევ­რმა ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დელ­მა, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს მო­ა­ხერ­ხა თა­ნამ­დე­ბო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს 2007 წლის 16 ნო­ემ­ბრამ­დე თავ­კა­ცობ­და. მი­სი პრე­მი­ე­რო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბით ნამ­დვი­ლად არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და. უკ­ვე ის­ტო­რი­ის კუთ­ვნი­ლი ეს პე­რი­ო­დი ხა­სი­ათ­დე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდი­თა და სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის ტო­ტა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბით. "ლე­ი­ბო­რის­ტთა" ენა­მოს­წრე­ბულ­მა ლი­დერ­მა შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილ­მა ნო­ღა­ი­დელს "დაღ­ლი­ლი ვი­რი" შე­არ­ქვა, რი­თაც ალ­ბათ დარ­ჩე­ბა კი­დეც ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში. მის კვალ­დაკ­ვალ ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა სა­ბან­კო სექ­ტო­რი­დან მთავ­რო­ბა­ში გა­და­ნაც­ვლე­ბულ­მა ლა­დო გურ­გე­ნი­ძემ, რო­მელ­მაც ერ­თი წე­ლი გა­ა­ტა­რა ამ პოს­ტზე და თა­ვი დი­დად ვე­რაფ­რით დაგ­ვა­მახ­სოვ­რა - ისე მას, "კა­ცი გლა­ზოკ­ში" შე­არ­ქვეს. 2008 წლის 1-ელ ნო­ემ­ბერს პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრი გახ­და გე­გა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, სულ რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, 2009 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ის გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამ­ბობ­დნენ, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მის წას­ვლას წინ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა უს­წრებ­და, რომ­ლის დრო­საც სა­ა­კაშ­ვილ­მა მას მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ეს­რო­ლა. პრე­მი­ე­რო­ბის ამ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დაბ­ნე­უ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, რის გა­მოც არა­ერ­თხელ გა­ა­შარ­ჟეს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მი­სი პრე­მი­ე­რო­ბა გვა­რი­ა­ნად კო­მი­კუ­რი იყო. 2009 წლის თე­ბერ­ვლი­დან 2012 წლის ივ­ნი­სამ­დე ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა ნი­კა გი­ლა­ურს. 2012 წელს, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბას გვა­რი­ა­ნი საფ­რთხე და­ე­მუქ­რა. პრე­ზი­დენ­ტმა გა­დაწყ­ვი­ტა, ქვეყ­ნის ხერ­ხემ­ლად გა­მოცხ­ა­დე­ბუ­ლი ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი გა­ეპ­რე­მი­ე­რე­ბი­ნა და სწო­რედ მის­თვის მი­ენ­დო წინა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის" კრა­ხით დას­რულ­და. ის პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრო­ბას უმიზ­ნე­ბდა, თუმ­ცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნის გა­მო კოვ­ზი ნა­ცარ­ში ჩა­უ­ვარ­და. 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ პრე­მი­ე­რის პოს­ტი სწო­რედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და­ი­კა­ვა. ის იქ­ცა არა მხო­ლოდ მთავ­რო­ბის, არა­მედ ზო­გა­დად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლი­დე­რად. მი­სი პრე­მი­ე­რო­ბა იმი­თაც იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ მან და­ი­კა­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი პოს­ტი ისე, რომ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე არ ყო­ფი­ლა. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ბო­ლო 20-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლი მას­შტა­ბუ­რი უფ­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრი იქ­ნე­ბა, რომ­ლის ხელ­შიც საკ­მა­ოდ დი­დი ძა­ლა­უფ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდე­ბა.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა