ნოდარ ხადური - იუსტიციის სახლები ბიზნესმენებისთვის წართმეული მასალით შენდებოდა

ნოდარ ხადური - იუსტიციის სახლები ბიზნესმენებისთვის წართმეული მასალით შენდებოდა

იუსტიციის სახლები ბიზნესმენებისთვის წართმეული მასალით შენდებოდა, - აღნიშნული განცხადება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს პარლამენტში, "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით გააკეთა.

"ძალიან ბევრი ბიზნესმენი მოდის და გვეუბნება, რომ იგივე იუსტიციის სახლების მშენებლობისას მათ წაართვეს მასალა, ნედლეული და ასე შემდეგ, რაც ბიზნესმენებს ძალიან რთულ დღეში აყენებდათ. ეტყოდნენ, მოიტანეთ, პირობითად - საღებავი. მეორე დღეს, როცა ფულზე მიდიოდნენ, ეუბნებოდნენ: ჭკუით იყავით, თორემ დაგიჭერენ და საერთოდ დაკარგავ ყველაფერს ან ვიღაცას დაუჭერდნენ და შემდეგ მიატანინებდნენ ფულს", - აღნიშნა ხადურმა.

მინისტრმა "კორუფციულ ტენდერებზეც" ისაუბრა და განმარტა, რომ გაუქმებულია რამდენიმე ასეთი ტენდერი და მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესები.

"გაუქმდა რამდენიმე ტენდერი, რადგან იყო წმინდა კორუფციული - ერთ პირთან მოლაპარაკების გზით რამდენიმე მილიონი ლარი კეთდებოდა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა