რიკოთზე, ალაჰის სახელით მოტყუებული ქართველები: "ფრთხილად იყავით, არ წამოეგოთ!"

რიკოთზე, ალაჰის სახელით მოტყუებული ქართველები: "ფრთხილად იყავით, არ წამოეგოთ!"

სოციალურ ქსელებსა და "თბილისის ფორუმზე" ბოლო დროს ინტერნეტმომხმარებლები რიკოთის უღელტეხილზე უცხოელების გახშირებული თაღლითობის შესახებ წერენ. ერთ-ერთი ფორუმელი დეტალურად აღწერს შემთხვევას, რომელიც თავად გადახდა:

"ბათუმიდან თბილისში მივდიოდი და რიკოთზე 2 უცხო ნომრებზე მყოფი მანქანა ვნახე სავალი ნაწილის პირას ავარიულებით მდგომი, გადმოსული იყვნენ მანქანებიდან და ხალხს აჩერებდნენ.

მათ შორის ჩვენც შევჩერდით, თავიდან მეგონა დახმარება უნდათ რამე თქო. ესე იგი, ვითომ საწვავი გაუთავდათ და სახლში ვერ ბრუნდებიან და გთხოვენ ფულს, რამდენიც გაქვს 50 - 100 - 200 ლარი, სანაცვლოდ ალახზე ფიცით და ჩემი დედავატირეს პონტში ხელიდან იხსნიან ოქროს ბეჭედს (რა თქმა უნდა ყალბი). ჩემს წინ X5 გააჩერეს და 100$ დავინახე როგორ გაუწოდა ყალბი ბეჭედის სანაცვლოდ. არა და სიტუაცია ეგრევე გავშიფრე ... ახვრები, ყველას აჩერებდნენ, რომ არა ეს, ალბათ მოტყუვდებოდა ბიძაჩემიც, რომელმაც დიდი სისწრაფით ამოაძრო საფულედან 100 ლარიანი.

ფრთხილად იყავით, არ წამოეგოთ! არ მქონდა სამწუხაროდ კამერა, რო გადამეღო აფიორა, მაგრამ თუ ვინმე გადაეყრებით აუცილებლად დააფიქსირეთ! იმ დღეს ალბათ 20-30 მანქანას დააბოლებდნენ ასე", - წერს ფორუმელი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია