საპატრიარქო "იდენტობის" ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო "იდენტობის" ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მიუსაფარ ბავშვთა სახლის დაარსებას ეხება, განცხადებას ავრცელებს. "ინტერპრესნიუსი" საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობამ" განაცხადა, რომ აქვს სურვილი და უკვე შემოწირულობების შეგროვებაც დაიწყეს, მიუსაფარი ბავშვებისთვის თავშესაფრის დასაარსებლად. "იდენტობა" ჰომოსექსუალთა და სხვა სქესობრივი უმცირესობების უფლებების დამცველი და მათი აქტიური მხარდამჭერია. ბუნებრივია, იქმნება საშიშროება იმისა, რომ მათი "მზრუნველობის" ქვეშ მოქცეულ არასრულწლოვანებთან ცხოვრების ასეთი წესი იქნას წახალისებული ან, რაც ბავშვთა საყოველთაოდ აღიარებული - პირადი ცხოვრების უფლების - დარღვევას წარმოადგენს. ეს კი მიუღებელია, როგორც ეკლესიისათვის, ასევე მთელი საზოგადოებისათვის. აღვნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას და მიგვჩნია, რომ მიუსაფარ ბავშვებზე მზრუნველობა უნდა განხორციელდეს სახელმწიფოსთან კოორდინირებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არა მხოლოდ "იდენტობის" შეხედულებისამებრ, დამოუკიდებლად, რადგან ამ შემთხვევაში ბავშვების პირად ცხოვრებაზე და არჩევანზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხე მეტ-ნაკლებად მოხსნილი იქნება", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია