"შა­ურ­მა ნე­ლი მოქ­მე­დე­ბის ბომ­ბი­ა" - თბილისური საშაურმეების ტოქსიკური საფრთხე

"შა­ურ­მა ნე­ლი მოქ­მე­დე­ბის ბომ­ბი­ა" - თბილისური საშაურმეების ტოქსიკური საფრთხე

თბი­ლის­ში სო­კო­ე­ბი­ვით მომ­რავ­ლე­ბულ სა­შა­ურ­მე­ებ­ში რი­გე­ბი არ ილე­ვა. ზო­გან ამ კერ­ძზე ისე­თი მოთხ­ოვ­ნა­ა, რიგ­ში წი­ნას­წა­რაც კი ეწე­რე­ბი­ან.

თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის რიტ­მი ადა­მი­ა­ნებს სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის­კენ უბიძ­გებს. მარ­თა­ლი­ა, ასე­თი ობი­ექ­ტე­ბი დრო­ის ეკო­ნო­მი­ა­ში გვეხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლად ვნებს.

შა­ურ­მის შე­საწ­ვა­ვი აპა­რა­ტი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი­ა, ზო­გან ხორცს ელექ­ტრო­ღუ­მელ­ში წვა­ვენ, ზო­გან კი პირ­და­პირ ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ალ­ზე. ერთ ასეთ სა­შა­ურ­მეს ერ­თ-ერთ სკო­ლას­თან წა­ვაწყ­დი. რიგ­ში ბავ­შვე­ბის მთე­ლი არ­მია იდ­გა.

"ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის წვის დროს ძა­ლი­ან ბევ­რი მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბა გა­მო­ი­ყო­ფა, მით უმე­ტეს მა­შინ, რო­დე­საც ის ცხი­მი­ან ხორ­ცთან შე­დის რე­აქ­ცი­ა­ში. რა თქმა უნ­და, ასე­თი საკ­ვე­ბის სის­ტე­მა­ტუ­რად მი­ღე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლი­ა. სულ სხვა­ა, რო­ცა ხორ­ცი შე­შა­ზე იწ­ვე­ბა. აირს ათა­სი მი­ნა­რე­ვი აქვს, მი­სი წვის დროს გა­მო­ი­ყო­ფა CO, რაც ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში­ა", - ამ­ბობს "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" სა­უ­ბარ­ში ექი­მი ტოქ­სი­კო­ლო­გი ­ინ­გა ღვი­ნე­რი­ა.

რო­გორც ჩანს შა­ურ­მა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი პრობ­ლე­მა არ არის. ამას სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბიც მოწ­მობს. ბრი­ტა­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა "სწრა­ფი კვე­ბის" მე­ნიუ შე­ის­წავ­ლეს და აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ შა­ურ­მა მავ­ნე საკ­ვებ­თა შო­რის ლი­დე­რობს. გა­ჯე­რე­ბუ­ლია დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით კა­ლო­რი­ე­ბი­თა და ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვით. მი­სი კვი­რა­ში ორ­ჯერ მი­ღე­ბა კი გუ­ლი­სა და სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს ზრდის. პორ­ტსმუ­თის დი­ე­ტო­ლო­გი­ის მთა­ვა­რი სა­მე­დი­ცი­ნო ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი დე­ნის ტო­მა­სი აღ­ნიშ­ნავს, რომ შა­ურ­მა­ში ცხი­მის რა­ო­დე­ნო­ბა 1000 კა­ლო­რი­ის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი­ა. "თუ თქვენ კვი­რა­ში ორ­ჯერ მი­ი­ღებთ ასეთ საკ­ვებს და ამას და­უ­მა­ტებთ ჩვე­უ­ლებ­რივ ყო­ველ­დღი­ურ ულუ­ფას, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თქვენს ორ­გა­ნიზ­მში ნე­ლი მოქ­მე­დე­ბის ბომ­ბი ჩა­ირ­თო", - ამ­ბობს ტო­მა­სი.

მა­რი­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი - გ.ნა­თა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ნი­ტა­რი­ის, ჰი­გი­ე­ნი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო ეკო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი:

- შა­ურ­მის მავ­ნებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, ხორ­ცი ელექ­ტრო­ღუ­მელ­ში იწ­ვე­ბა თუ აირ­ზე. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ში­ში სრუ­ლი­ად სხვა რა­მე­ა. და­ვიწყ­ოთ იქი­დან, რომ დარ­წმუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, არც ერ­თი ის ობი­ექ­ტი, რო­მე­ლიც შა­ურ­მას ამ­ზა­დებს, შე­მოწ­მე­ბუ­ლი არ არის. წე­სით, უნ­და კონ­ტროლ­დე­ბო­დეს, რა სა­ხის ნედ­ლე­უ­ლი შე­მო­დის, ანუ რა წარ­მო­შო­ბის ხორ­ცია და აქვს თუ არა სერ­ტი­ფი­კა­ტი, რომ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პი­რუტყ­ვის ხორ­ცი არ არის.

მე­ო­რე სა­კითხ­ი­ა, რა პი­რო­ბებ­ში ხდე­ბა ამ ხორ­ცის და­მუ­შა­ვე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო­ა, იმ პა­ტა­რა ოთახ­ში არის თუ არა ხელ­სა­ბა­ნი, აქვთ თუ არა სა­პო­ნი, ხმა­რო­ბენ კი სა­ერ­თოდ სა­პონს? რი­თი იმ­შრა­ლებენ ხელს, არის თუ არა მიღ­წე­უ­ლი და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ის ტემ­პე­რა­ტუ­რა (80%), რო­მელ­ზე­დაც უნ­და იწ­ვე­ბო­დეს ხორ­ცი. ტემ­პე­რა­ტუ­რულ რე­ჟიმს დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

ალ­ბათ შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ, რომ შა­ურ­მას ყველ­გან შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით ამ­ზა­დე­ბენ, არა­და, ხელ­თათ­მა­ნე­ბი უნ­და ეკე­თოთ. ეს მარ­ტო შა­ურ­მას არ ეხე­ბა, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ასეთ ად­გი­ლებ­ში სა­ნი­ტა­რი­უ­ლი ნორ­მე­ბი დარ­ღვე­უ­ლი­ა. მიკ­ვირს, რო­გორ არის ეს ხალ­ხი ჯან­მრთე­ლი? თუმ­ცა რა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი, რო­ცა ყო­ველ მე­ო­რე კვი­რას ნა­ხე­ვარ სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ჭი აქვს აშ­ლი­ლი.

ამ ყვე­ლა­ფერს უნ­და აკონ­ტრო­ლებ­დეს სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა­ში მყო­ფი ორ­გა­ნო, რო­მელ­საც სა­ნი­ტა­რი­უ­ლი უსაფ­რთხო­ე­ბი­სა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი ჰქვი­ა, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ არ­სე­ბობს.

მაკა ქობალია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია