საქართველოს სამეფო კარმა რუს სასულიერო პირს რაინდის წოდება მიანიჭა (+ფოტო)

 საქართველოს სამეფო კარმა რუს სასულიერო პირს რაინდის წოდება მიანიჭა (+ფოტო)

სამეფო სახლი ორდენის წოდების მინიჭებას განაგრძობს. ამჯერად, ლევან ვასაძის შემდეგ, ამ ტიტულის მფლობელი ქართული წარმომავლობის რუსი სასულიერო პირი, ალექსანდრე სერგეევი-ზარნაძე გახდა. ცერემონია შუა საუკუნეების წესების სრული დაცვით ჩატარდა, რომელში მონაწილე პირები ერთმანეთს შესაბამისი წოდებებით მიმართავდნენ. ცერემონიას საქართველოს სამეფო სახლის უფროსი, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი უძღვებოდა. მას დამსწრენი "თქვენო უდიდებულესობით" მიმართავდნენ.

"დიდი რაინდის ოფიცრის წოდება, მისი ყველა უფლებითა და პატივით, ქრისტეს შობიდან 2013 წლის 14 ნოემბერს მიენიჭება..." - ამ ტესტით იწყებს რაინდის წოდების მინიჭებას ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი. რაინდის ტიტულის მინიჭება ნახევარი საათი გრძელდება...

რაც შეეხება ახლად შერაცხულ რაინდს, ის რუსეთიდან ჩამოვიდა. ის არის სასულიერო პირი, რომელსაც ქართული ფესვები აქვს. "იმედთან" საუბარში ამბობს, რომ მზად არის, ქართულ სამეფო გვარს ემსახუროს და მათი უფლებები აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში რაინდულად დაიცვას.

ალექსანდრე სერგეევი-ზარნაძეს სიგელთან და რაინდის წოდებასთან ერთად ქართული ნაციონალური სამოსის ერთ-ერთი მთავარი დეტალი - ყაბალახი გადაეცა.

"მე ნახევრად ქართველი ვარ და საქართველოს ისტორია ყოველთვის მაინტერესებდა. ისტორიის აღქმა, ბაგრატიონთა საგვარეულოს კონტექსტიდან ამოგდებით, შეუძლებელია. როდესაც ინტერნეტით სამეფო კარის ვებგვერდი ვიპოვე, და ამ შესაძლებლობაზე შევიტყვე, ძალიან გამიხარდა. განაცხადი შევიტანე და სურვილი გამოვხატე, სამეფო კარს ვემსახურო", - ამბობს ქართული სამეფო სახლის ახალი რაინდი.

რას მოუტანს საქართველოს კონსტიტუციური მონარქიის დამყარება, ამაზე ქართულ საზოგადოებას საკუთარი მოსაზრებები აქვს; ეს საკითხი ბოლო დროს ინტერნეტსივრცის აქტიური განხილვის თემაც გახდა და შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტმომხმარებლები იდეას სრულიად არასერიოზულად აღიქვამენ, თუმცა ამავე კითხვაზე, სამეფო კარის უფროსის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის პასუხი ასეთია: "საქართველოს კონსტიტუციური მონარქიის დამყარება სიკეთეს მოუტანს, სიკეთეს!"

ასევე დაგაინტერესებთ:

ქართული სამეფო ოჯახის მესამე თაობა -

უფლისწული გიორგი დებთან ერთად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია