როგორ ატარებს სააკაშვილი პრეზიდენტობის ბოლო სამუშაო დღეს

როგორ ატარებს სააკაშვილი პრეზიდენტობის ბოლო სამუშაო დღეს

საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო მანდატი 17 ნოემბერს, ქვეყნის ახლად არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის დღეს ამოეწურება, თუმცა დღეს, 15 ნოემბერს ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტ სააკაშვილს ბოლო სამუშაო დღე აქვს.

მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის ბოლო სამუშაო დღეს საკუთარ ქვეყანაში არ იმყოფება; ცნობილია ისიც, რომ საქართველოში არც პრეზიდენტობის ბოლო წუთებს გაატარებს.

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ამჟამად ბრიუსელშია და პრეზიდენტის რანგში ბოლო სამუშაო დღეს შეხვედრებს მართავს. თვითმფრინავი კი, რომლითაც პრეზიდენტი ევროპაში გაემგზავრა, დღეს საქართველოში სააკაშვილის გარეშე დაბრუნდა. მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებას ინაუგურაციისთვისაც არ აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

მიშას ბოლო პარასკევი,

ანუ მიდიხართ, ბატონო პრეზიდენტო!

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა