"სა­მი დღის გარ­დაც­ვლი­ლის გა­სა­სინ­ჯად გა­მოგ­ვი­ძა­ხეს"

"სა­მი დღის გარ­დაც­ვლი­ლის გა­სა­სინ­ჯად გა­მოგ­ვი­ძა­ხეს"

ექი­მე­ბი იმ პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც, ახი­რე­ბუ­ლი და უც­ნა­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის წყა­ლო­ბით, თავ­გა­და­სავ­ლე­ბი ნამ­დვი­ლად არ აკ­ლი­ათ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მებს. მათ "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" სწო­რედ რამ­დე­ნი­მე ასე­თი თავ­გა­და­სა­ვ­ლის შე­სა­ხებ უამ­ბეს.

ლე­ლა: თავ­გა­და­სავ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას ნამ­დვი­ლად არ ვუ­ჩი­ვით. ზოგ ამ­ბავ­ზე იმ მო­მენ­ტში ძა­ლი­ან ბრაზ­დე­ბი, მაგ­რამ სხვა გზა არ გაქვს, უნ­და მო­ით­მი­ნო. ერთ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე კარ­თან მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნი დაგ­ვხვდა, ხუთ­ლა­რი­ა­ნი მოგ­ვა­წო­და და ძალ­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლად მა­ღა­ზი­ი­დან ზე­თი­სა და პუ­რის ამო­ტა­ნა "გვიბ­რძა­ნა". ერ­თხელ კი სა­მი დღის გარ­დაც­ვლი­ლის გა­სა­სინ­ჯად გა­მოგ­ვი­ძა­ხეს - ტუ­ჩე­ბი ვარ­დის­ფე­რი აქვს, შე­იძ­ლე­ბა ცოცხ­ა­ლია და გა­სინ­ჯე­თო. არა­და, ადა­მი­ა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფოს რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა და მი­სი სიკ­ვდი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად იყო და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

ლა­ლი: ერ­თხელ და­რე­კეს, ფეხ­ში დაჭ­რი­ლი გვყავს და ჩქა­რა მო­დი­თო. სას­წრა­ფოდ გა­ვე­მარ­თეთ, ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს კი გვითხ­რეს, გა­იქ­ცა და და­ე­დევ­ნე­თო. ვი­ფიქ­რეთ, რომ ჩხუბ­ში და­იჭ­რა ვინ­მე და პო­ლი­ცი­ის­გან და­მალ­ვას ცდი­ლობ­და. თურ­მე ძაღ­ლი დაჭ­რი­ლა ფეხ­ში. მოკ­ლედ, ძაღ­ლის და­სა­ჭე­რად და სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მოგ­ვი­ძა­ხეს.

ნა­ტა: ჩვენ კი ერ­თხელ კურ­დღლის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მოგ­ვი­ძა­ხეს. მოკ­ლედ, ათას­გვა­რი მი­ზე­ზის გა­მო რე­კა­ვენ. შარ­შან ახა­ლი წლის ღა­მეს მო­რი­გე­ო­ბამ მო­მი­წი­ა. თორ­მეტს აკ­ლდა წუ­თე­ბი, პა­ცი­ენ­ტის ზა­რი რომ შე­მო­ვი­და. მი­თი­თე­ბულ მი­სა­მარ­თზე მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცი დაგ­ვხვდა - ახა­ლი წლის მარ­ტო გა­ტა­რე­ბა არ მინ­დო­და და ჩემ­თან ერ­თად შეხ­ვდით ახალ წელ­სო. ძა­ლით შეგ­ვიყ­ვა­ნა სახ­ლში. არა­და, მაგ დროს იმ­დე­ნი ავა­რია ხდე­ბა და იმ­დენ ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა... ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­ცა მი­სა­მარ­თი შეგ­ვშლია და სხვა მი­სა­მარ­თზე მი­სუ­ლე­ბი იქ­ვე და­ვუ­ტო­ვე­ბი­ვართ. ერ­თხელ დი­დი დიღ­მის მა­გივ­რად, შეც­დო­მით დიღ­მის მა­სი­ვი ჩაგ­ვა­წე­რი­ნეს. მი­თი­თე­ბულ მი­სა­მარ­თზე შუ­ახ­ნის ქალ­ბა­ტო­ნი დაგ­ვხვდა. რომ დაგ­ვი­ნა­ხა - უი, ბა­რემ მო­სუ­ლე­ბი ხართ, წნე­ვა გა­მი­ზო­მეთ და თან მე­ლა­პა­რა­კეთ, ვინ­მეს­თან ლა­პა­რა­კი მინ­და­ო. სამწუ­ხა­როდ, სა­უბ­რის მიზ­ნით ხში­რად გვი­ძა­ხე­ბენ მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცე­ბი. ვე­რაფ­რით ვა­გე­ბი­ნებთ, რომ ფსი­ქო­ლო­გე­ბი არ ვართ და მათ­თან ლა­პა­რა­კი ჩვენს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დის. ერ­თმა ისიც კი გვითხ­რა, ექი­მებს რომ გი­ყუ­რებთ, ვმშვიდ­დე­ბი­ო.

ნი­ნო: ერ­თხელ იმის­თვის გა­მოგ­ვი­ძა­ხეს, ხუ­თი წლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ბავ­შვი და­ამ­შვი­დე­თო. ბავშვს ნა­ყი­ნი მო­უთხ­ო­ვი­ა, მშობ­ლებ­მა ვერ უყი­დეს და ამა­ზე მთე­ლი სცე­ნე­ბი დად­გა. და­იწყო ტი­რი­ლი, გაბ­რა­ზე­ბულ­მა თა­ვი­სი სა­წო­ლი აწე­წა და მშობ­ლებს ათა­სი რა­მის ყიდ­ვა მოს­თხო­ვა. მათ კი ჩათ­ვა­ლეს, რომ ბავშვს ნერ­ვი­უ­ლი შე­ტე­ვა ჰქონ­და და ნევ­რო­პა­თო­ლო­გის მა­გივ­რად სას­წრა­ფოს და­უ­რე­კეს. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა წი­ნას­წარ გვი­ძა­ხე­ბენ. ერ­თხელ დე­დამ დაგ­ვი­რე­კა - ჩემს შვილს სიცხე აქ­ვსო. მი­ვე­დით და სიცხ­ი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტი არ დაგ­ვხვდა. თურ­მე ლი­ლოს ბაზ­რო­ბი­დან და­უ­რეკ­ავს დე­დის­თვის - ეს ორი დღე სიცხე მქონ­და და შინ ად­რე მო­ვა­ლო. ქალ­ბა­ტონ­მა კი შვი­ლის მის­ვლამ­დე სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხა - რომ მო­ვა, ექი­მებს და­ვახ­ვედ­რე­ბო.

თა­მუ­ნა: რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რო­ცა ჯერ კი­დევ სტა­ჟი­ო­რი ვი­ყა­ვი, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც ექიმ­თან ერ­თად მო­მიხ­და გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე წას­ვლა. შუ­ახ­ნის მარ­ტო­ხე­ლა ქალ­ბა­ტონს ნერ­ვიუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა ჰქონ­და. მან­ქა­ნა­ში რა­ღაც დაგ­ვრჩა და მის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვე­დი, ექიმ­მა კი მი­სი გა­სინ­ჯვა და­იწყ­ო. რო­გორც კი გა­რეთ გა­ვე­დი, ექი­მის ყვი­რი­ლი შე­მო­მეს­მა - თა­მუ­ნა, მიშ­ვე­ლე­ო. შე­ვე­დი და რას ვხე­დავ: ეს ქალ­ბა­ტო­ნი ჩვენს ექიმს ხე­ლებ­ში ჩაფ­რე­ნია და სა­წოლ­ში ით­რევს, ხე­ლებს ვე­რაფ­რით აშ­ვე­ბი­ნებ­და.

ნა­თი­ა: ერ­თხელ ერ­თი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნის სახ­ლში მი­ვე­დით (სა­ხელს შეგ­ნე­ბუ­ლად არ და­ვა­სა­ხე­ლებ). ქალ­ბა­ტო­ნე­ბი რომ დაგ­ვი­ნა­ხა, უკ­მა­ყო­ფი­ლომ გა­მოგ­ვიშ­ვა. წნე­ვაც არ გაგ­ვა­სინ­ჯი­ნა. სა­ერ­თოდ არ გაგ­ვი­კა­რა. წა­დით ახ­ლა­ვე და მა­მა­კა­ცი ექი­მე­ბი მო­ვიდ­ნე­ნო.

პირ­ვე­ლი სას­წრა­ფო

მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სად­გუ­რი ვე­ნა­ში 1883 წლის 1-ელ მა­ისს და­არ­სდა. ოფი­ცი­ა­ლუ­რად მას ვე­ნის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი ერ­ქვა. ამას ბიძ­გი მისცა ვე­ნის თე­ატ­რში 1881 წლის 8 დე­კემ­ბერს გაჩენილმა ხან­ძა­რმა, რო­მელ­საც 500-მდე ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა. ადა­მი­ა­ნე­ბის დი­დი ნა­წი­ლი სწო­რედ იმი­ტომ და­ი­ღუ­პა, რომ მათ დრო­უ­ლად არ აღ­მო­უ­ჩი­ნეს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა.

მარი ონეზაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია