"გო­გომ მან­ქა­ნა­ში საჭ­მლის ზე­თი ჩა­ას­ხა"- ავ­ტო­ხე­ლოს­ნე­ბის თავ­გა­და­სავ­ლები

"გო­გომ მან­ქა­ნა­ში საჭ­მლის ზე­თი ჩა­ას­ხა"- ავ­ტო­ხე­ლოს­ნე­ბის თავ­გა­და­სავ­ლები

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" ამ­ჯე­რად ავ­ტო­ხე­ლოს­ნე­ბის თავ­გა­და­სავ­ლებ­ზე გი­ამ­ბობთ. 55 წლის ნო­დარ ცეცხ­ლა­ძე (­ხე­ლო­სა­ნი):

- უც­ნა­უ­რი და შა­რი­ა­ნი კლი­ენ­ტე­ბი არ გვაკ­ლი­ა. ერ­თხელ ერ­თმა ასეთ­მა კლი­ენ­ტმა ჩე­მი­ვე ქან­ჩით გა­მი­ტე­ხა თა­ვი. ოღონდ ბო­ლოს საა­ვად­მყო­ფო­ში თვი­თონ­ვე მი­მიყ­ვა­ნა. რამ­დე­ნი­მე ასე­თი ტრავმის შემ­დეგ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, ვარ­ჯი­ში და­მეწყ­ო, ყვე­ლა ჩხუბ­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მარ­ტო მე რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი (ი­ცი­ნის). ერ­თხელ კი ერ­თმა მო­ინ­ტე­ლი­გენ­ტო ქალ­ბა­ტონ­მა სა­შინ­ლად გამ­ლან­ძღა, მან­ქა­ნის ხე­ლოს­ნე­ბის მთე­ლი მოდ­გმა კი ძი­რი­ა­ნად მოგ­ვთხა­რა. მი­ზე­ზი ჩვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გია იყო - რუ­სუ­ლი ჟარ­გო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი ენის ასე და­მა­ხინ­ჯე­ბის­თვის ხალ­ხმა სა­სა­მარ­თლო­ში უნ­და გი­ჩივ­ლო­თო. თა­ვი ვე­ღარ შე­ვი­კა­ვე მის გა­მოს­ვლა­ზე და სი­ცი­ლი ამიტყ­და. ამა­ზე სულ გა­და­ი­რი­ა. ბო­ლოს მივ­ხვდი, რომ მთლად რიგ­ზე ვერ იყო მი­სი საქ­მე და და­სამ­შვი­დებ­ლად იქით ვუ­ხა­დე ბო­დი­შე­ბი. დამ­შვიდ­დით, ქალ­ბა­ტო­ნო, მეც არ მომ­წონს რუ­სუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით რომ ვსა­უბ­რობთ, უბ­რა­ლოდ, ამ სა­ხელ­წო­დე­ბე­ბის ქარ­თუ­ლი შე­სატყ­ვი­სი არ გვაქვს და ამი­ტომ ვლა­პა­რა­კობთ ნა­ხევ­რად რუ­სუ­ლად-­მეთ­ქი. ამა­ზე ცო­ტა დამ­შვიდ­და და წას­ვლის წინ და­მე­მუქ­რა - მე და­გი­წერთ მან­ქა­ნის ხე­ლოს­ნებს სპე­ცი­ა­ლურ ლექ­სი­კონს და აბა, მე­რე ერ­თი კი­დევ რუ­სუ­ლად გი­სა­უბ­რი­ა­თო... მას შემ­დეგ ხუ­თი წე­ლი გა­ვი­და და ყო­ველ­დღე ვე­ლო­დე­ბით, რო­დის მოგ­ვი­ტანს ის ქალ­ბა­ტო­ნი "მა­ტორ­ში­კე­ბი­სა" და "ხა­დავ­ში­კე­ბის" ლექ­სი­კონს.

ორი წლის წინ ერ­თმა გო­გომ მო­მიყ­ვა­ნა მან­ქა­ნა - ზე­თი გა­მო­ვუც­ვა­ლე და რა­ღაც პრობ­ლე­მა აქ­ვსო. იმ სუ­ლელს საჭ­მლის ზე­თი ჩა­უს­ხამს. ახალბედა მძღო­ლი იყო, მან­ქა­ნაც სულ რამ­დე­ნი­მე დღის ნა­ყი­დი ჰქონ­და. ზე­თის ჩას­ხმა რომ დას­ჭირ­და, მე­გობ­რის­თვის უკითხ­ავს, რო­მე­ლი ზე­თი ჩა­ვას­ხა­ო, ის კი­დევ გა­ხუმ­რე­ბია, "ო­ლე­ი­ნა" იყი­დეო და ამა­ნაც და­უ­ჯე­რა.

ესაუბრა მარი ონეზაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია