მღვიმე საქართველოში, სადაც გრავიტაცია არ მოქმედებს

მღვიმე საქართველოში, სადაც გრავიტაცია არ მოქმედებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი უნი­კა­ლუ­რი მღვი­მე­ე­ბის შემ­დეგ რა­ღა უნ­და გა­გიკ­ვირ­დეს ადა­მი­ანს, მაგ­რამ რა­ჭა­ში, შა­რე­უ­ლას ხე­ო­ბა­ში არ­სე­ბულ­მა გა­მოქ­ვა­ბუ­ლებ­მა ყვე­ლა გა­ა­ო­ცა. საქ­მე ისა­ა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და, მაგ­რამ მი­სი უნი­კა­ლუ­რო­ბის შე­სა­ხებ ფარ­თო სა­ზოგა­დო­ე­ბის­თვის არ იყო ცნო­ბი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მას დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლიც არ ჰყავ­და, ვიდ­რე "ბავ­შვთა და ახალ­გაზ­რდო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" მხარ­და­ჭე­რით ორ­გა­ნი­ზა­ცია "გა­ნე­დი 42"-მა აღ­ნიშ­ნულ ხე­ო­ბა­ში ექ­სპე­დი­ცია არ მო­აწყ­ო. ამა­ვე ფონ­დის მხარ­და­ჭე­რის შე­დე­გია ასე­ვე უნი­კა­ლუ­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბი ხვამ­ლის მთა­ზეც. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" შა­რე­უ­ლას ხე­ო­ბის გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბის უნი­კა­ლუ­რო­ბის და ხვამ­ლის მთის აღ­მო­ჩე­ნე­ბის შე­სა­ხებ "ბავ­შვთა და ახალ­გაზ­რდო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" დი­რექ­ტორ ირაკ­ლი ჟორ­ჟო­ლი­ან­სა და მის მო­ად­გი­ლე მურ­მან პა­ტა­რა­ი­ას ესა­უბ­რა.

ირაკ­ლი ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: - "ბავ­შვთა და ახალ­გაზ­რდო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დმა" 2013 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მი საგ­რან­ტო კონ­კურ­სი გა­მო­აცხ­ა­და და 60 პრო­ექ­ტი და­ა­ფი­ნან­სა. მათ შო­რის ერ­თ-ერ­თი იყო სწო­რედ ორ­გა­ნი­ზა­ცია "გა­ნე­დი 42"-ის მი­ერ შე­მო­ტა­ნი­ლი შა­რე­უ­ლას ხე­ო­ბის კვლე­ვის პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც თა­ვი­დან­ვე მი­იქ­ცია ჩვე­ნი ყუ­რადღ­ე­ბა და არც შევ­მცდარ­ვართ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მცი­რე და­ფი­ნან­სე­ბით შევ­ძე­ლით. ამ ხე­ო­ბა­შია ცარ­ცუ­ლი ეპო­ქის კირ­ქვულ ქა­ნებ­ში გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ვიწ­რო კა­ნი­ო­ნი, რომ­ლის ფერ­დო­ბებ­ზეც მრა­ვა­ლი მღვი­მე­ა. მღვი­მე­ებ­ში ულა­მა­ზე­სი, უზარ­მა­ზა­რი წყლის სივ­რცე­ე­ბია და უნი­კა­ლუ­რი მა­ნა­თო­ბე­ლი მწე­რე­ბი დაფ­რი­ნა­ვენ. გა­მოქ­ვა­ბუ­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია დე­და­მი­წის გრა­ვი­ტა­ცი­ას არ ემორ­ჩი­ლე­ბა. ხე­ო­ბა­ში არის ასე­ვე სა­ყი­ნუ­ლეს გა­მოქ­ვა­ბუ­ლი, ჩან­ჩქე­რე­ბი და ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი, მათ შო­რის ჭე­ლი­შის მო­ნას­ტე­რი, სა­დაც ამ­ბრო­სი ხე­ლაია მოღ­ვა­წე­ობ­და. ის­ტო­რი­უ­ლი და გე­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი­ა. ექ­სპე­დი­ცი­ის ფარ­გლებ­ში სპე­ცი­ფი­კუ­რი მოწყ­ო­ბი­ლო­ბე­ბით -ფრა­ნი­სა და სა­ვე­ლე ვი­დე­ო­კა­მე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ეწყო საკ­ვლე­ვი რე­გი­ო­ნის აე­რო­დაზ­ვერ­ვა და შე­იქ­მნა ფო­ტო-­ვი­დეო ბა­ზა, რაც ხელს შე­უწყ­ობს რო­გორც ხე­ო­ბის შეს­წავ­ლას, ასე­ვე მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. აქ შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის შექ­მნა და ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ უნი­კა­ლუ­რი ად­გი­ლის შე­სა­ხებ მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დეს­მა ნა­წილ­მა დღემ­დე არა­ფე­რი იცო­და. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით და ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რით მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა შა­რე­უ­ლას ხე­ო­ბის ბუ­ნე­ბის ძეგ­ლად გა­მოცხ­ა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე, ვამ­ზა­დებთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კეტს, რო­მელ­საც გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და პარ­ლა­მენტს მა­ლე წარ­ვუდ­გენთ.

-ლეჩხ­უმ­ში, ხვამ­ლის მთის უნი­კა­ლურ აღ­მო­ჩე­ნებ­ზეც გვი­ამ­ბეთ...

-ხვამ­ლის მთა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი 250 000 წლის წი­ნან­დე­ლი ჰო­მო სა­პი­ენ­სის ნაკ­ვა­ლე­ვი მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რი­ა. წრი­უ­ლი ნა­სახ­ლა­რე­ბი, ასე­ვე მო­ლუს­კე­ბი, შე­საძ­ლოა იმა­ზე მი­უ­თი­თებ­დეს, რომ ად­რე აქ ზღვა იყო. ხვამ­ლის მთა­ზე არის ასე­ვე უძ­ვე­ლე­სი სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბე­ბი. გარ­და ამი­სა, ამ ად­გილს ძა­ლი­ან ბევ­რი ლე­გენ­და უკავ­შირ­დე­ბა. მთის სტრუქ­ტუ­რა და ქვა­ბუ­ლე­ბის გან­ლა­გე­ბა ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პრინ­ცი­პი­თაა მოწყ­ო­ბი­ლი. ქვა­ბუ­ლებს ჰქვია -ვერ­ძის­თა­ვას გა­მოქ­ვა­ბუ­ლი, ხა­რის­თა­ვას გა­მოქ­ვა­ბუ­ლი და ა.შ. მთის გან­ლა­გე­ბაც ვარ­სკვლავ­თწყო­ბას ემ­თხვე­ვა. თვი­თონ სა­ხე­ლი ხვამ­ლი (ხომ­ლი) ძველ ქარ­თუ­ლად ვარ­სკვლავ­თკრე­ბულს ნიშ­ნავს. აპო­ლო­ნიოს რო­დო­სე­ლის "არ­გო­ნავ­ტი­კა­ში" წე­რი­ა, რომ რო­ცა არ­გო­ნავ­ტე­ბი მო­ვიდ­ნენ, მთი­დან პრო­მე­თეს ყვი­რი­ლი შე­მო­ეს­მათ. იმ მთის აღ­წე­რი­ლო­ბა ხვამლისას ემ­თხვე­ვა. ბევ­რი ლე­გენ­და უკავ­შირ­დე­ბა ამ მთას. რო­გორც წე­სი, ლე­გენ­დე­ბი ტუ­რის­ტე­ბის­თვის ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლი­ა. კარ­გი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის შე­დე­გად ეს ად­გი­ლი ერ­თ-ერთ მიმ­ზიდ­ველ ტუ­რის­ტულ მარ­შრუ­ტად იქ­ცე­ვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­წეს­და ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბი. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო­ა, რომ ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი სწო­რედ ჩვე­ნი ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

მურ­მან პა­ტა­რა­ი­ა: კვლე­ვი­სა და აღ­მო­ჩე­ნე­ბის გარ­და, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ხვამ­ლის მთა­ზე ტუ­რის­ტუ­ლი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რაც შე­იქ­მნა. კერ­ძოდ, ტუ­რის­ტუ­ლი ს­აინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი, რო­მე­ლიც მა­ლე ტუ­რიზ­მის სა­ა­გენ­ტოს შე­უერ­თდე­ბა. ასე­ვე მო­ი­ნიშ­ნა ტუ­რის­ტუ­ლი ბი­ლი­კე­ბი და მი­სი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­სა­ლა და­ი­ბეჭ­და. საგ­რან­ტო კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში თით­ქმის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით სხვა ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტიც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ყვე­ლა მათ­განს აქ ვერ ჩა­მოვ­თვლით. საგ­რან­ტო კონ­კურსს გა­ი­სა­დაც გა­მო­ვაცხ­ა­დებთ და კი­დევ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ინი­ცი­ა­ტი­ვას და პრო­ექტს და­ვუ­ჭერთ მხარს. პირ­ვე­ლი საგ­რან­ტო კონ­კურ­სი, სა­ვა­რა­უ­დოდ, იან­ვრის ბო­ლოს­თვის გა­მოცხ­ად­დე­ბა. მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ ახ­ლა­ვე და­იწყ­ონ პრო­ექ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა.

ესაუბრა მარი ონეზაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია