მიხეილ სააკაშვილმა გიგი უგულავა დავით აღმაშენებლის ორდენით დააჯილდოვა

მიხეილ სააკაშვილმა გიგი უგულავა დავით აღმაშენებლის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის მერი გიგი უგულავა დავით აღმაშენებლის ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაცია გიგი უგულავას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. უგულავა დიდ მადლობას უხდის პრეზიდენტს ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს გადაცემისთვის.

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც საქართველოს ერთ–ერთი უმაღლესი ჯილდო, დავით აღმაშენებლის ორდენი მომანიჭა. მიმაჩნია, რომ ეს ორდენი ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში ემსახურებოდა თბილისს და ჩემთან ერთად წვლილი შეიტანა ჩვენი ქალაქის განახლებასა და განვითარებაში. ბოლო წლების განმავლობაში, თბილისელების მხარდაჭერით, მერიამ უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. დღეს უკვე სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი ევროპული ქალაქის ყველა ძირითად მოთხოვნას აკმაყოფილებს. ჩვენ ერთად დავამტკიცეთ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას და რეგიონალიზმს ჩვენს ქვეყანაში უდიდესი რესურსი და მომავალი აქვს. დღეს უკვე სულ სხვა ამოცანების წინაშე ვდგავართ: ვაქციოთ თბილისი გლობალური მნიშვნელობის ქალაქად. დავით აღმაშენებლის ორდენი ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის უდიდესი სტიმულია, რათა მეტი შემართებით გავაგრძელოთ შრომა ჩვენი ქალაქის განვითარებისათვის", - ნათქვამია გიგი უგულავას განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა