ირაკლი ალასანია - ჯეიმს აპატურაის ჩამოსვლა ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ჩვენ მომავალში ნატოს წევრები გავხდებით

 ირაკლი ალასანია - ჯეიმს აპატურაის ჩამოსვლა ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ჩვენ მომავალში ნატოს წევრები გავხდებით

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ განუცხადა, ეს არის იმ დიდი პატივისცემის გამოხატულება, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოსა და ახლად არჩეული პრეზიდენტის მიმართ აქვთ.

"ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ჩვენი ურთიერთობა არის შეუქცევადი დ ჩვენ მომავალში გავხდებით ნატოს წევრები", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

ჯეიმს აპატურაიმ კი განაცხადა, რომ საქართველოში ორი მიზნით ჩამოვიდა. მისი თქმით, ერთია პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრება და მეორე, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების გაცნობა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა