ბიძინა ივანიშვილი - საქართველოში ახალი ეპოქა და ჭეშმარიტი დემოკრატიული მმართველობა დაიწყო

 ბიძინა ივანიშვილი - საქართველოში ახალი ეპოქა და ჭეშმარიტი დემოკრატიული მმართველობა დაიწყო

საქართველოში ახალი ეპოქა და ჭეშმარიტი დემოკრატიული მმართველობა დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელი ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას დღევანდელი დღე მიულოცა.

"დასრულდა ავტორიტარული რეჟიმის დრო, რომელიც დაფუძნებული იყო ძალადობასა და სიცრუეზე და დღევანდელი ინაუგურაციის შემდეგ მოვიდა ჭეშმარიტი დემოკრატია. ჩვენ გვყავს ჭეშმარიტად ევროპული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და გვეყოლება ასეთივე მთავრობა. საქართველოში დაიწყო ახალი ეპოქა და ვულოცავ ამ დღეს საქართველოს მოსახლეობას", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ინაუგურაციის ცერემონიას მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა