როგორ აფასებენ ინაუგურაციას პრეზიდენტის თანაგუნდელები

როგორ აფასებენ ინაუგურაციას პრეზიდენტის თანაგუნდელები

საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა.

ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დღევანდელი დღე მიულოცა. "ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა, ნატოსა და ევროკავშირში სრული ინტეგრაცია", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრი ინაუგურაციის ცერემონიაზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

ინაუგურაცია შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ. მისი თქმით, კონსტიტუციაში ძალიან ბევრი ხარვეზია. სწორედ ამიტომ უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო კომისია იმუშავებს ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ახალი კონსტიტუციის დასახვეწად.

"ვფიქრობ, საქართველოში ძალიან საინტერესო პერიოდი დგება. დარწმუნებული ვარ, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ხალხისთვის ყველაფერ საუკეთესოს გააკეთებს", - აღნიშნა დავით საგანელიძემ.

მისივე შეფასებით, დღეს ინაუგურაციაზე გიორგი მარგველაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ძალიან ზუსტი აქცენტები დასვა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ სოზარ სუბარის შეფასებით კი, დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოს ისტორიაში დღეს პირველად დადგა მომენტი, როცა ქვეყანას შეუძლია სტაბილურად განვითარდეს.

"დღეს პირველად დგას საქართველოს წინაშე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პერიოდი, როცა ქვეყანას შეუძლია სტაბილურად განვითარდეს. ესაა მიმართულება ევროპისკენ და ესაა დემოკრატიის კონსოლიდაცია", - განუცხადა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს ინაუგურაციის დასრულების შემდეგ.

ამასთან, მან გიორი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლაც შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა უმნიშვნელოვანესი გზავნილები გააჟღერა. "გიორგი მარგველაშვილის გამოსვლაში მკაფიოდ გამოიკვეთა მისი პრიორიტეტები. ესაა ადამიანის უფლებები, საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ამავე დროს კეთილმეზობლური ურთიერთობები ყველა სახელმწიფოსთან", - დასძინა სუბარმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა